მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. AI-ის გამო, Intuit-მა 3 000 თანამშრომლის გათავისუფლება გადაწყვიტა
AI-ის გამო, Intuit-მა 3 000 თანამშრომლის გათავისუფლება გადაწყვიტა

AI-ის გამო, Intuit-მა 3 000 თანამშრომლის გათავისუფლება გადაწყვიტა

BM.GE22 მაისი, 2026, 04:20|bm.ge

ბიზნესპროგრამული უზრუნველყოფის გიგანტმა, Intuit-მა კორპორაციული სტრუქტურის გამარტივებისა და რესურსების AI-ის მიმართულებით გადამისამართების მიზნით, სამუშაო ძალის 17%-იანი შემცირება დააანონსა.

Reuters-ის ინფორმაციით, სამსახურიდან დაახლოებით 3,000 ადამიანის გაშვება იგეგმება. კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, სასან გუდარზიმ თანამშრომლებისთვის გაგზავნილ შიდა წერილში განმარტა, რომ რეორგანიზაცია ბიუროკრატიული სირთულეების შემცირებასა და ახალი ტექნოლოგიური პროდუქტების განვითარებას ისახავს მიზნად.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მიმდინარე ფისკალური წლის მეორე კვარტალში, რომელიც იანვარში დასრულდა, Intuit-ის შემოსავალი 17%-ით გაიზარდა და $4.65 მილიარდი შეადგინა, წმინდა მოგება კი 48%-ით გაუმჯობესდა და $693 მილიონს გაუტოლდა. რაც შეეხება მომავალი კვარტალის პროგნოზს, მენეჯმენტი შემოსავლების კიდევ 10%-იან ზრდას ელოდება.

შეგახსენებთ, რომ Intuit-ი საბუღალტრო, საგადასახადო და პერსონალური ფინანსების მართვის ისეთ პოპულარულ პროგრამებს აერთიანებს, როგორებიცაა: TurboTax, QuickBooks და Credit Karma. ბოლო წლიური ანგარიშის მიხედვით, კომპანია მსოფლიო მასშტაბით 18,200 თანამშრომელს ასაქმებდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE