მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. AI-ის განსავითარებლად Oracle-მა ინვესტორებისგან $20 მილიარდის მოზიდვა გადაწყვიტა
AI-ის განსავითარებლად Oracle-მა ინვესტორებისგან $20 მილიარდის მოზიდვა გადაწყვიტა

AI-ის განსავითარებლად Oracle-მა ინვესტორებისგან $20 მილიარდის მოზიდვა გადაწყვიტა

BM.GE4 ნოემბერი, 2026, 02:30|bm.ge

ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია Oracle-ი ხელოვნური ინტელექტისა და Cloud-ინფრასტრუქტურის გაფართოების მიზნით, ინვესტორებისგან დამატებით $20 მილიარდის მოზიდვას გეგმავს.

კომპანია აღნიშნული თანხის ნახევარს, $10 მილიარდს აქციების გაყიდვით, დარჩენილ $10 მილიარდს კი გრძელვადიანი ობლიგაციების გამოშვებით შეაგროვებს.

როგორც ცნობილია, 86.2 მილიონი აქციის ფასი, პარასკევის სავაჭრო სესიის დახურვის მაჩვენებელთან შედარებით 11.2%-იანი ფასდაკლებით, $116-ად განისაზღვრა. ამასთან, გამოშვებული ობლიგაციები 7%-დან 8.65%-მდე ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის მქონე ხუთ ტრანშს მოიცავს და საბოლოო შეთავაზებაში მცურავი განაკვეთის მქონე ტრანში გათვალისწინებული აღარ არის.

კომპანიის განმარტებით, მოზიდული კაპიტალი კორპორაციული მიზნებისთვის, მათ შორის კაპიტალური დანახარჯებისთვის, ვალების დასაფარად, შენაძენებისთვის, დივიდენდებისა და აქციების გამოსყიდვისთვის დაიხარჯება.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, Oracle-ი 2030 ფისკალური წლისთვის შემოსავლების გასამმაგებას და მის $225 მილიარდამდე გაზრდას ისახავს მიზნად, ხოლო კორექტირებული მოგება ერთ აქციაზე $21-ს უნდა გაუტოლდეს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ინვესტორები Oracle-ის მიერ ხელოვნურ ინტელექტში ჩადებულ ინვესტიციებს განსაკუთრებული სიფრთხილით უყურებენ და მათი ნაწილი ფიქრობს, რომ ზედმეტი ვალების აღებით კომპანია თავის ფინანსურ მომავალს დიდი რისკის წინაშე აყენებს. გაუარესებული მოლოდინების ფონზე, 2025 წლის პიკურ მაჩვენებელთან შედარებით Oracle-ის აქციების შეფასება 60%-ით არის შემცირებული.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჯანსაღი ხემსის ახალი ქართული ბრენდი - რა გეგმები აქვს "თეისთ ლაბს"?

ჯანსაღი ხემსის ახალი ქართული ბრენდი - რა გეგმები აქვს "თეისთ ლაბს"?

BM.GE

Salesforce სტარტაპ Cresta-ს $2.7 მილიარდად ყიდულობს

Salesforce სტარტაპ Cresta-ს $2.7 მილიარდად ყიდულობს

BM.GE

წამება გამოიხატა იმაში, რომ ღარიბაშვილს აიძულებდნენ, გამოძიების დაწყებამდე ეღიარებინა დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია - ადვოკატი

წამება გამოიხატა იმაში, რომ ღარიბაშვილს აიძულებდნენ, გამოძიების დაწყებამდე ეღიარებინა დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია - ადვოკატი

BM.GE

Ray-Ban-ის მემკვიდრე ოჯახის წილების €22 მილიარდად გამოსყიდვას გეგმავს: რა ხდება სათვალეების გიგანტის გარშემო?

Ray-Ban-ის მემკვიდრე ოჯახის წილების €22 მილიარდად გამოსყიდვას გეგმავს: რა ხდება სათვალეების გიგანტის გარშემო?

BM.GE