მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Airbus-მა და Leonardo-მ თანამგზავრების წარმოება გადაწყვიტეს
Airbus-მა და Leonardo-მ თანამგზავრების წარმოება გადაწყვიტეს

Airbus-მა და Leonardo-მ თანამგზავრების წარმოება გადაწყვიტეს

BM.GE7 ივლისი, 2026, 00:52|bm.ge

ევროპული აეროკოსმოსური სექტორის ლიდერები Airbus-ი, Leonardo და Thales-ი თანამგზავრების წარმოებისა და კოსმოსური ინფრასტრუქტურის მიმართულებების გაერთიანების მიზნით, ახალ ერთობლივ საწარმოს აფუძნებენ.

2027 წლიდან დაგეგმილი საქმიანობის დაწყება მიზნად ევროპის სტრატეგიული ავტონომიის უზრუნველყოფასა და ისეთ ამერიკულ კომერციულ მეტოქეებთან კონკურენციას ისახავს, როგორიც ილონ მასკის SpaceX-ია.

ახალი სტრუქტურის მფლობელებს შორის წილები უკვე გადანაწილდა, კერძოდ, Airbus-ი აქციების 35%-ს ფლობს, ხოლო Leonardo და Thales-ი 32.5-32.5%-იან წილებს შეინარჩუნებენ.

არსებული ინფორმაციით, ერთობლივი კომპანია ევროპის მასშტაბით დაახლოებით 25,000 ადამიანს დაასაქმებს, მისი წლიური ბრუნვა კი სავარაუდოდ $7.5 მილიარდს მიაღწევს. გარიგების ფარგლებში, Airbus-ი პროექტში საკუთარ Space Systems-ისა და Space Digital-ის დივიზიებს აერთიანებს, ხოლო იტალიური Leonardo საკუთარ კოსმოსურ მიმართულებას სრულად თმობს, რაც Telespazio-სა და Thales Alenia Space-ში არსებულ წილებსაც მოიცავს.

ცნობისთვის, ახალი სუბიექტის ჩამოყალიბების იდეა MBDA-ს სარაკეტო საწარმოს მოდელს ეფუძნება. პროექტის ავტორები ვარაუდობენ, რომ გაერთიანება სატელეკომუნიკაციო, ნავიგაციისა და ეროვნული უსაფრთხოების პროგრამებში ევროპული პოზიციების გაძლიერებას და SpaceX-ის მონოპოლიის დასრულებას შეუწყობს ხელს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კვოტირება არასწორად იყო, აბიტურიენტების ინტერესები არ გაითვალისწინეს - განათლების ექსპერტი

კვოტირება არასწორად იყო, აბიტურიენტების ინტერესები არ გაითვალისწინეს - განათლების ექსპერტი

BM.GE

ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მეტად/ნაკლებად ინარჩუნებენ ფასს - TOP 5

ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მეტად/ნაკლებად ინარჩუნებენ ფასს - TOP 5

BM.GE

"ექსკლუზიურ კოლექციებზე მოთხოვნა გაიზარდა" - „ჰამო“ ინდივიდუალური შეკვეთების მიმართულებას აძლიერებს

"ექსკლუზიურ კოლექციებზე მოთხოვნა გაიზარდა" - „ჰამო“ ინდივიდუალური შეკვეთების მიმართულებას აძლიერებს

BM.GE

მსოფლიოს 10 უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია

მსოფლიოს 10 უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია

BM.GE