მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ახალი ატრაქციონები და 16-მილიონიანი გრანტი - დაცული ტერიტორიების სააგენტოს 2026 წლის ანგარიში
ახალი ატრაქციონები და 16-მილიონიანი გრანტი - დაცული ტერიტორიების სააგენტოს 2026 წლის ანგარიში

ახალი ატრაქციონები და 16-მილიონიანი გრანტი - დაცული ტერიტორიების სააგენტოს 2026 წლის ანგარიში

BM.GE29 სექტემბერი, 2026, 02:29|bm.ge

დაცული ტერიტორიების სააგენტო ეკოტურისტული და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას საერთაშორისო დონორებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერით აგრძელებს. მიმდინარე ინიციატივებს შორისაა ბირთვისის კანიონის ეკოტურისტული კომპლექსი, ოკაცეს კანიონზე დაკიდებული ხიდი და პრომეთეს მღვიმესთან როლერი.

როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ თამარ ხახიშვილმა სააგენტოს 2026 წლის საქმიანობის ანგარიშის მოსმენაზე განაცხადა, ბირთვისის კანიონზე პროექტი დასრულების ეტაპზეა და მისი ბიუჯეტი 2 მილიონ ლარს აღემატება.

„ეკოტურისტული პროექტები მხოლოდ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით არ ხორციელდება და ამ მიმართულებით კერძო სექტორიც აქტიურად არის ჩართული. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა ბირთვისის კანიონის ეკოტურისტული კომპლექსი, რომლის დასრულებასაც წელს ველოდებით. პროექტი მოიცავს ზიპლაინებს, ვია-ფერატას, დაკიდებულ ხიდებს და სხვა ეკოტურისტულ ინფრასტრუქტურას. თბილისთან ძალიან ახლოს მდებარეობს და ამ ეტაპზე ბოლო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ბიუჯეტი 2 მილიონ ლარს აღემატება და ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე აღნიშნული ობიექტის გახსნას შევძლებთ“, - განაცხადა თამარ ხახიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, კერძო სექტორის ჩართულობით ხორციელდება ოკაცეს კანიონზე დაკიდებული, ე.წ. „ბეწვის ხიდის“ პროექტიც. ასევე, პრომეთეს მღვიმესთან როლერის მოწყობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ამასთან, დაცული ტერიტორიების განვითარებისთვის სააგენტო საერთაშორისო პარტნიორების ფინანსურ მხარდაჭერასაც იყენებს.

ხახიშვილის თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია KfW, რომლისა და გერმანიის მთავრობის მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში 16 მილიონი ევროს ინვესტირება ხდება, მათ შორის ახლადდაარსებულ დაცულ ტერიტორიებზე.

„KfW-სა და გერმანიის მთავრობის მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში 16 მილიონი ევროს ინვესტირება ხდება, განსაკუთრებით ახლადდაარსებულ დაცულ ტერიტორიებზე. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში ხორციელდება ვიზიტორთა ცენტრებისა და ბილიკების ქსელის მშენებლობა“, - აღნიშნა სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ.

მისივე თქმით, საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის ერთ-ერთი ხანგრძლივი პარტნიორია კავკასიის ბუნების ფონდი (CNF), რომელიც სააგენტოს 2008 წლიდან უწყვეტად უჭერს ფინანსურად მხარს. სააგენტოს სხვადასხვა პერიოდში BP-ის ფინანსური მხარდაჭერითაც განუხორციელებია პროექტები. ის დასძენს, რომ 2026 წლის საანგარიშო პერიოდში სააგენტომ ევროკავშირის დაფინანსებით ორი ახალი საგრანტო ინიციატივაც დაიწყო. მათ შორისაა Black Sea Basin-ის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტი, რომლის ჯამური ღირებულება 500 000 ევროს აღემატება.

პროექტი რამდენიმე მიმართულებას მოიცავს - მათ შორის ხანძრების მართვის გეგმების შემუშავებას, თერმული დრონების შეძენას, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგს, ვიზიტორთა ცენტრის რეაბილიტაციასა და ეკოსაგანმანათლებლო ბანაკების მოწყობას.

„Black Sea Basin-ის პროექტის ფარგლებში თანხა, ერთი მხრივ, ხანძრების მართვასა და შესაბამისი გეგმების შემუშავებას მოხმარდება. ასევე მოხდება თერმული დრონების შესყიდვა, რაც ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისა და მონიტორინგის მიმართულებით აქტიური ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობას მოგვცემს. პროექტი ეკოგანათლების მიმართულებასაც მოიცავს - რეაბილიტირდება ვიზიტორთა ცენტრი და მოეწყობა სხვადასხვა ბანაკი, რაც საშუალებას მოგვცემს, ეკოსაგანმანათლებლო პროექტებში კიდევ უფრო მეტი მოზარდი ჩავრთოთ“, - განაცხადა თამარ ხახიშვილმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"საქართველოს თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ტრანზიტი უნდა გამარტივდეს" - თურქეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილე

"საქართველოს თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ტრანზიტი უნდა გამარტივდეს" - თურქეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილე

BM.GE

IT სექტორში შემოსავლების მკვეთრი ზრდა მხოლოდ საქართველოში არ არის, ანალოგიური დინამიკაა სომხეთშიც - გოცირიძე

IT სექტორში შემოსავლების მკვეთრი ზრდა მხოლოდ საქართველოში არ არის, ანალოგიური დინამიკაა სომხეთშიც - გოცირიძე

BM.GE

OpenAI-ის აგენტებმა ამჯერად აშშ-ის სამთავრობო სისტემაში შეაღწიეს

OpenAI-ის აგენტებმა ამჯერად აშშ-ის სამთავრობო სისტემაში შეაღწიეს

BM.GE

როგორ ზრდიან საფეხბურთო კლუბები მუსიკალური კონცერტებით შემოსავლებს?

როგორ ზრდიან საფეხბურთო კლუბები მუსიკალური კონცერტებით შემოსავლებს?

BM.GE