
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
„ვისოლი“ ციფრული სერვისების განვითარებას განაგრძობს და ერთგულ მომხმარებლებს აპლიკაციაში ახალ ფუნქციონალს – „ავტო სივრცეს“ სთავაზობს, რომელიც მძღოლებს ავტომობილთან დაკავშირებული სერვისების ერთ სივრცეში მიღების შესაძლებლობას აძლევს.
„ავტო სივრცეში“ მძღოლები შეძლებენ ჯარიმების შესახებ ინფორმაციის მიღებას და მათ გადახდას, ჯარიმის ინციდენტის ვიდეო და ფოტო მასალის ნახვას, ტექ. დათვალიერების ვადების შემოწმებას და ავტომობილზე მორგებული ინდივიდუალური შეთავაზებების მიღებას.
„ავტო სივრცეში“ მომხმარებელს ერთდროულად რამდენიმე ავტომობილის დამატება შეუძლია. ავტომობილის დამატების შემდეგ მომხმარებელი ინფორმაციას ჯარიმების შესახებ მომენტალურად მიიღებს და გადასახდელი ჯარიმების შესახებ შემახსენებელი შეტყობინებიც მიუვა. უახლოეს პერიოდში „ავტო სივრცეში“ პარკირების ჯარიმების შესახებ ინფორმაციაც იქნება ხელმისაწვდომი.
„ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციის განვითარების მორიგი ეტაპია. აპლიკაცია, რომელიც მომხმარებლებს უკვე სთავაზობს საწვავზე მნიშვნელოვან ფასდაკლებებს, ქულების დაგროვებას, სპეციალურ შეთავაზებებსა და სხვა ციფრულ სერვისებს, ეტაპობრივად იქცევა მძღოლებისთვის სრულფასოვან ციფრულ პლატფორმად, სადაც თავმოყრილია ავტომობილის მძღოლისთვის საჭირო ყველა სერვისი.
„ვისოლის“ მარკეტინგის დირექტორის, ჯაბა ბოკუჩავას განცხადებით, ახალი ფუნქციონალი კომპანიის ციფრული განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია. „„ვისოლის“ აპლიკაციის განვითარების მთავარი მიზანია, მომხმარებლებს შევთავაზოთ არა მხოლოდ საწვავზე მნიშვნელოვანი ფასდაკლებები, არამედ ისეთი ციფრული სერვისები, რომლებიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებას გაამარტივებს. „ავტო სივრცე“ სწორედ ამ ხედვის ნაწილია – მძღოლს ერთ სივრცეში შეუძლია მიიღოს ავტომობილთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მართოს საჯარო სერვისები და დაზოგოს დრო.
ეს მხოლოდ დასაწყისია. მომავალში „ავტო სივრცეს“ კიდევ არაერთ ახალ ფუნქციას დავამატებთ და მომხმარებლებს ავტომობილის მოდელსა და მათ საჭიროებებზე მორგებულ პერსონალიზებულ შეთავაზებებს შევთავაზებთ. ჩვენი მიზანია, „ვისოლის“ აპლიკაცია გახდეს საქართველოში მძღოლებისთვის მთავარი ციფრული პლატფორმა, სადაც ისინი მიიღებენ ავტომობილთან დაკავშირებულ ყველა საჭირო სერვისსა და ყველაზე ღირებულ შეთავაზებებს.“ აცხადებს ჯაბა ბოკუჩავა.
დღეს „ვისოლის“ აპლიკაცია ერთგულ მომხმარებლებს სთავაზობს საქართველოში საწვავზე ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ლოიალობის პროგრამას, რომლის ფარგლებში ისინი ყოველდღიურად ზოგავენ საწვავის ხარჯს და სარგებლობენ ექსკლუზიური შეთავაზებებით. „ავტო სივრცის“ დამატებით, აპლიკაცია კიდევ უფრო ამყარებს პოზიციას, როგორც მძღოლებისთვის შექმნილი ერთიანი ციფრული ეკოსისტემა, რომელიც „ვისოლთან“ ერთად „კეთილი მგზავრობისთვის ყველა საჭირო პირობას ქმნის.
BM.GE
წყარო: bm.ge