
ახალი ეპოქა საავტომობილო ბაზარზე: საქართველოში მე-9 თაობის Toyota Hilux და ისტორიაში პირველი Land Cruiser 300 Hybrid გამოჩნდა
„ტოიოტა კავკასიამ“ რაჭაში სრულიად ახალი, მეცხრე თაობის Toyota Hilux-ისა და ისტორიაში პირველი ჰიბრიდული Toyota Land Cruiser 300-ის რეგიონული პრეზენტაცია გამართა.
მოდელების პრეზენტაცია ხაზს უსვამს ბაზარზე ტექნოლოგიური და ეკოლოგიური სტანდარტების განახლებას, სადაც მაღალი გამავლობის კლასიკური მახასიათებლები თანამედროვე ციფრულ და ჰიბრიდულ ტექნოლოგიებთან არის ინტეგრირებული.
9-16 ივლისს ჩატარებულ ღონისძიებაში საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ოფიციალური დილერები, მედიის წარმომადგენლები და ბლოგერები მონაწილეობდნენ. პირველი დღე მოდელების პრეზენტაციას დაეთმო, მეორე დღეს კი მონაწილეებმა უწერა - ამბროლაურის აეროპორტი - ჭრებალო - სოფელი თლუღის მარშრუტი გაიარეს.
ტესტდრაივი ასფალტიან, გრუნტიან და უგზოობის მონაკვეთებს მოიცავდა, რამაც მონაწილეებს ავტომობილების კომფორტისა და მაღალი გამავლობის რეალურ პირობებში შეფასების საშუალებას მისცა. სტუმრებმა ამბროლაურის აეროპორტში 400-მეტრიან მონაკვეთზე Land Cruiser 300-ის ჰიბრიდული და ბენზინის ვერსიებიც შეადარეს, სადაც ცხადად გამოჩნდა LC300H-ის უპირატესობა აჩქარებაში.მე-9 თაობის Toyota Hilux -ევოლუცია და ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია
ტოიოტას გლობალური ბესტსელერი, რომლის გაყიდვები მსოფლიოში 27 მილიონ ეგზემპლარს აღემატება, ახალ თაობაში „Tough x Agile“ დიზაინის კონცეფციას ეფუძნება. მოდელმა შეინარჩუნა კლასიკური პროპორციები, თუმცა მიიღო სრულიად ახალი ექვსკუთხა რადიატორის ცხაურა, ვიწრო LED-მაშუქები და განახლებული ბამპერი.ინტერიერის არქიტექტურა Land Cruiser-ის სტანდარტებს უახლოვდება: სალონში ინტეგრირებულია 9 ან 12.3-დუიმიანი სენსორული ეკრანი, Apple CarPlay/Android Auto-ს სისტემები და სრულად ციფრული მაჩვენებელთა დაფა.
ტექნიკური მახასიათებლების კუთხით, ახალი Hilux ორი ტიპის აგრეგატით არის წარმოდგენილი: 2.8-ლიტრიანი ტურბოდიზელით (204 ცხ.ძ., 420 ნმ) და 2.7-ლიტრიანი ბენზინის ატმოსფერული ძრავით (166 ცხ.ძ., 245 ნმ). პიკაპის კლირენსი 309 მილიმეტრს შეადგენს, ხოლო წყლის დაბრკოლების გადალახვის უსაფრთხო სიღრმე 70 სანტიმეტრია. გაუმჯობესებული საკიდარი სისტემა, შეცვლილი ამორტიზატორები და უფრო მტკიცე ჩარჩო უზრუნველყოფს მაღალ ტვირთამწეობასა და სტაბილურობას რთულ რელიეფზე.Land Cruiser 300 Hybrid - პირველი ელექტრიფიცირებული ყველგანმავალი75-წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად, Land Cruiser 300 ჰიბრიდული ძრავით აღიჭურვა. ახალი „Performance Hybrid“ სისტემა 3.5-ლიტრიან V6 Twin-Turbo ბენზინის ძრავასა და ელექტრომოტორს აერთიანებს, რომლებიც პარალელური ჰიბრიდის პრინციპით მუშაობენ. ჯამური სიმძლავრე 464 ცხენის ძალასა და 790 ნიუტონმეტრს აღწევს, რაც მოდელს ისტორიაში ყველაზე მძლავრ სერიულ ვერსიად აქცევს. მძიმეწონიანი ავტომობილი 100 კმ/სთ-ს 6.4 წამში ავითარებს, ხოლო საწვავის საშუალო ხარჯი კომბინირებულ რეჟიმში 10 ლიტრს შეადგენს.ჰიბრიდული ტექნოლოგიის მიუხედავად, მოდელმა სრულად შეინარჩუნა ოფ-როუდ შესაძლებლობები. ელემენტების სისტემა იზოლირებულია, რაც 70-სანტიმეტრიანი წყლის გადალახვის საშუალებას იძლევა. უგზოობაზე სტაბილურობას უზრუნველყოფს e-KDSS ელექტრონული დაკიდების სისტემა, Multi-Terrain Select და Crawl Control (ცოცვის რეჟიმი). ბაზარზე ხელმისაწვდომია სამი კომპლექტაცია: პრემიუმ კლასის VX, სპორტული ვიზუალის მქონე ZX და ავტოსპორტით შთაგონებული ტოპ-ვერსია GR SPORT.ორივე ახალი მოდელის დათვალიერება, ტესტდრაივის დაჯავშნა და შეძენა უკვე შესაძლებელია საქართველოში არსებულ სამივე ოფიციალურ დილერთან: „ტოიოტა ცენტრი თბილისში“, „ტოიოტა ცენტრი თეგეტასა“ და „ტოიოტა ცენტრი ბათუმში“.საგულისხმოა, რომ ოფიციალურ ქსელში გეგმური სერვისის უწყვეტად ჩატარების შემთხვევაში, მომხმარებლებისთვის ვრცელდება გახანგრძლივებული ქარხნული გარანტია 10 წლის ვადით.
BM.GE
წყარო: bm.ge