მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. როდის გამოცხადდება ტრამვაის შემადგენლობის შესყიდვაზე ტენდერი - თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პასუხი
როდის გამოცხადდება ტრამვაის შემადგენლობის შესყიდვაზე ტენდერი - თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პასუხი

როდის გამოცხადდება ტრამვაის შემადგენლობის შესყიდვაზე ტენდერი - თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პასუხი

BM.GE8 სექტემბერი, 2026, 04:01|bm.ge

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორის განცხადებით, ტრამვაის ხაზის მშენებლობის პარალელურად, ცალკე ტენდერი გამოცხადდება 10 ერთეული ტრამვაის შემადგენლობის შესყიდვაზე.

როგორც გიორგი შარკოვი ამბობს, უშუალოდ ტრამვაის შემადგენლობის შესყიდვაზე ტენდერი მას შემდეგ გამოცხადდება, რაც დაახლოებით 8 თვის ვადაში პროექტირება-მშენებლობის ტენდერში გამარჯვებული თურქული კომპანია შესაბამის ტექნიკურ დავალებას მოამზადებს. მისივე თქმით, შემადგენლობა მინიმუმ 300 მგზავრზე იქნება გათვლილი.

„აღნიშნული ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული არის ტრამვაის შემადგენლობების ტექნიკური დავალების მომზადება. ტრამვაის შემადგენლობებს ცალკე ტენდერით, ცალკე პროცედურებით შევიძენთ მას შემდეგ, რაც ტექნიკური დავალება გვექნება. 8 თვის განმავლობაში კომპანიამ, ერთობლივმა საწარმომ უნდა მოგვცეს ტექნიკური დავალება და ამის შემდეგ გამოცხადდება ტენდერი ტრამვაის შესყიდვაზე. მოიაზრება დაახლოებით 10 შემადგენლობა, რომელიც უნდა იყოს მინიმუმ 300 მგზავრზე გათვლილი.

ღირებულებაც დადგინდება მას შემდეგ, რაც გამოვაცხადებთ ბაზრის კვლევას, გვექნება ტექნიკური დავალება, გამოვაცხადებთ ბაზრის კვლევას და ა.შ“, - განაცხადა გიორგი შარკოვმა.

ამასთან, BMG-ის კითხვაზე, ხომ არ შეუშლის ხელს ტრამვაის პროექტის მშენებლობას ის გარემოება, რომ ტენდერში მონაწილე მეორე თურქულმა კომპანიამ შედეგები გაასაჩივრა, გიორგი შარკოვი ამბობს, რომ ეს გარემოება პროცესს ვერ შეაფერხებს.

„ტენდერის ეტაპზე ფასით შემდგომმა კომპანიამ, რომლის ფასში სხვაობა 45 მილიონი ლარი იყო, გარკვეული გადაწყვეტილებები გაასაჩივრა, რაზეც სატენდერო კომისიამ გასცა შესაბამისი პასუხი. პროცესს ხელს ვერ შეუშლის, ხელშეკრულება გაფორმებულია, დაწყებულია პროცესი, აქედან გამომდინარე, პროცესს ვერ შეუშლის ხელს კონკურენტი კომპანიის მცდელობა“, - განაცხადა გიორგი შარკოვმა.

ცნობისთვის, თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობას თურქული ერთობლივი კომპანია EYE განახორციელებს. თბილისი სატრანსპორტო კომპანიასა და და ტენდერში გამარჯვებულ თურქულ ერთობლივ საწარმო EYE-ს (Emre Ray + Yüksel + Erk) შორის ხელი ტრამვაის პროექტირებასა და მშენებლობაზე 287-მილიონიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 192 სტატია.

  • სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება - თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე მოქალაქე დააჯარიმარუსთავი 2
  • სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესები მიმდინარეობსიმედი
  • თბილისში უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავესფორმულა
  • ენმ-ს საგანგებო ბრიფინგი თბილისის საერთაშორისო აეროპორტთანტვ პირველი
თბილისის →

მსგავსი სტატიები

როგორი ვითარებაა სასურსათო საქონლის ბირჟაზე?

როგორი ვითარებაა სასურსათო საქონლის ბირჟაზე?

BM.GE

FIFA ადასტურებს: ჯანი ინფანტინო 2027 წელს პრეზიდენტობისთვის კვლავ იბრძოლებს

FIFA ადასტურებს: ჯანი ინფანტინო 2027 წელს პრეზიდენტობისთვის კვლავ იბრძოლებს

BM.GE

ლოგისტიკაში $7 მლრდ-ის ინვესტიციაზე განცხადებები „ამორფულია“ - პაატა ცაგარეიშვილი

ლოგისტიკაში $7 მლრდ-ის ინვესტიციაზე განცხადებები „ამორფულია“ - პაატა ცაგარეიშვილი

BM.GE

ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ რუსეთის ჯარის მხარდასაჭერად მოხალისეობრივი დანაყოფი ჩამოაყალიბა - რუსული მედია

ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ რუსეთის ჯარის მხარდასაჭერად მოხალისეობრივი დანაყოფი ჩამოაყალიბა - რუსული მედია

BM.GE