მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ახალი რესტორანი, ტბა, შალეები... - Nekresi Estate ფართოვდება| რა გეგმები აქვს ობიექტს?
ახალი რესტორანი, ტბა, შალეები... - Nekresi Estate ფართოვდება| რა გეგმები აქვს ობიექტს?

ახალი რესტორანი, ტბა, შალეები... - Nekresi Estate ფართოვდება| რა გეგმები აქვს ობიექტს?

BM.GE25 სექტემბერი, 2026, 04:05|bm.ge

კახეთში მდებარე Nekresi Estate ახალი ტურისტული სივრცეების განვითარებას გეგმავს. როგორც Nekresi Estate-ის დამფუძნებელი ოთო ტაბატაძე BM.GE-სთან ამბობს, ობიექტზე ახალი ტბის მოწყობა მიმდინარეობს, რომლის გარშემოც მომავალში შალეს ტიპის სახლებისა და ვილების განთავსებაა დაგეგმილი. პარალელურად, კომპანია დამატებით რესტორანსაც გააკეთებს.

მისივე ინფორმაციით, ახალი ტბა სტუმრებისთვის დასვენებისა და თევზაობის შესაძლებლობას შექმნის. ის დასძენს, რომ ტბას ასევე საირიგაციო დანიშნულება ექნება.

„ახლა ვაშენებთ ხელოვნურ ტბას. დაახლოებით ნახევარ ჰექტარზე ტბას გავაშენებთ, რომელსაც ექნება სარეკრეაციო და საირიგაციო დანიშნულება. ტბაში იქნება თევზი და, პლუს ამას, ჩვენს სტუმარს, ვინც ჩამოვა, ექნება საშუალება, რომ ტბის ირგვლივ დაისვენოს, ითევზაოს.

პლუს, სამომავლოდ გვინდა, ტბის ირგვლივ განაშენიანება გავაკეთოთ პატარა შალეს ტიპის სახლების - ანუ ორსართულიანი ვილების. ტბის მშენებლობა ამ წელს უნდა დაიწყოს და მომავალ წელს დასრულდეს. შესაბამისად, ტბის ირგვლივ განაშენიანების დაწყება მომავალ წელს, დაახლოებით ოქტომბერ-ნოემბერში გვინდა. თავდაპირველად, პროექტში დაახლოებით 2 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება და ჯამში 6 მილიონი ლარის ინვესტიციაზე გვინდა ავიდეთ”, - აცხადებს ტაბატაძე.

Nekresi Estate-ის გაფართოების კიდევ ერთი მიმართულება დამატებითი რესტორანია. ტაბატაძის თქმით, ამის საჭიროება განსაკუთრებით ქორწილებზე მაღალი მოთხოვნის გამო გაჩნდა. როდესაც მთავარ რესტორანში ღონისძიება ტარდება, სივრცე სხვა სტუმრებისთვის ფაქტობრივად იხურება. ახალი რესტორანი ამ პრობლემის გადაჭრას უნდა მოემსახუროს - ერთი სივრცე ღონისძიებებისთვის იქნება, მეორე კი სასტუმროს სტუმრებსა და გარედან მისულ მომხმარებლებს მოემსახურება.

„ამ წელს კიდევ ვგეგმავთ დამატებით რესტორნის დამატებას, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ერთი რესტორანი და რადგანაც ქორწილებზე ძალიან დიდი მოთხოვნაა, გვინდა, რომ კიდევ ერთი დამატებითი რესტორანი გავაკეთოთ გვერდზევე. ცალკე ეგეც ორი დამოუკიდებელი სივრცე იქნება. ახალი სივრცე უფრო დიდი იქნება.

ჩვენ ახლა რა პრობლემა გვაქვს: როდესაც არის ქორწილი, პარასკევს, მაგალითად, დახურულია რესტორანი და, შესაბამისად, სტუმარი, რომელიც ჩამოდის, იმას ვეღარ ვიღებთ. ახლა ეს ახალი რესტორანი იმიტომ გვინდა გავაკეთოთ, რომ, ვთქვათ, ერთში ქორწილი იქნება და მეორეში ჩვეულებრივად სასტუმროს დამსვენებელი თუ გარეშე პირი, გარედან შემოსული ადამიანი, იმასაც უბრალოდ სადილი უნდა და არ უნდა დარჩენა, ეგეთებისთვისაც ხელმისაწვდომი იყოს შაბათი-კვირა“, - ამბობს Nekresi Estate-ის დამფუძნებელი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

2026 წლის 8 თვეში $262.1 მილიონის მცენარეული წარმოშობის პროდუქტები გავყიდეთ| როგორია საექსპორტო გეოგრაფია?

2026 წლის 8 თვეში $262.1 მილიონის მცენარეული წარმოშობის პროდუქტები გავყიდეთ| როგორია საექსპორტო გეოგრაფია?

BM.GE

ვისაც დაფარული ჰქონდა საპენსიო შენატანის და საურავის ვალდებულება, ჯარიმები უკვე გაუნულდათ - ზურაბ ძნელაშვილი

ვისაც დაფარული ჰქონდა საპენსიო შენატანის და საურავის ვალდებულება, ჯარიმები უკვე გაუნულდათ - ზურაბ ძნელაშვილი

BM.GE

„წალეკა ამ რაღაც გოიმურმა ობიექტებმა თბილისი“ - ბიზნესი ქალაქის იერსახის ცვლილებაზე

„წალეკა ამ რაღაც გოიმურმა ობიექტებმა თბილისი“ - ბიზნესი ქალაქის იერსახის ცვლილებაზე

BM.GE

Starbucks-მა 250 ფილიალის დახურვა დაიწყო

Starbucks-მა 250 ფილიალის დახურვა დაიწყო

BM.GE