
ახალი სტანდარტი კრიპტოგაცვლაში და გაფართოების გეგმები - GAUS CRYPTO ბაზარზე პოზიციებს ამყარებს
თბილისი სულ უფრო მკაფიოდ ყალიბდება ტექნოლოგიებისა და ფინანსური ინოვაციების რეგიონულ ცენტრად, სადაც კრიპტოვალუტა ყოველდღიურ ეკონომიკურ ცხოვრებაში უკვე აღარ განიხილება მხოლოდ ნიშურ მიმართულებად.
ის ეტაპობრივად იქცევა პრაქტიკულ ფინანსურ ინსტრუმენტად როგორც ადგილობრივი მომხმარებლებისთვის, ისე ექსპატებისა და საერთაშორისო ბიზნესისთვის, რაც ბაზარზე ახალი მოთამაშეების გაჩენასაც აჩქარებს.
ამ ფონზე, ახალმა კომპანიამ - GAUS CRYPTO თბილისში ოპერირება დაიწყო, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კრიპტოვალუტის გაცვლის სერვისია.
BM.GE-სთან ინტერვიუში კომპანიის დირექტორმა და დამფუძნებელმა დავით წერეთელმა განაცხადა, რომ კომპანია მომხმარებლებს კრიპტოაქტივების ყიდვა-გაყიდვას როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ისე საბანკო გადარიცხვით სთავაზობს. მისი კომპანია ბაზარზე უსაფრთხო, სწრაფი და გამჭვირვალე სერვისების მიმწოდებელია და ასე აღიქვამს მას მომხმარებელი.
მან ასევე აღნიშნა, რომ GAUS CRYPTO სრულად მოქმედებს AML (Anti-Money Laundering) სტანდარტებისა და მოქმედი რეგულაციების ფარგლებში. მისი განმარტებით, თითოეული ტრანზაქცია ხორციელდება მკაფიო და წინასწარ განსაზღვრული პირობებით, ხოლო მომხმარებელი ოპერაციის შესრულებამდე იღებს სრულ ინფორმაციას გაცვლის კურსისა და საკომისიოს შესახებ, რაც ფარული ხარჯების არსებობას გამორიცხავს.
"ჩვენთვის მთავარი პრინციპია სრული გამჭვირვალობა. მომხმარებელმა ზუსტად უნდა იცოდეს, რას იხდის და რა პირობებში ახორციელებს ოპერაციას - ეს ნდობის საფუძველია", - განაცხადა მან.
როგორც ის განმარტავს, სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის სტაბილურ ურთიერთობას კომპანიასა და მომხმარებელს შორის და ამყარებს ბაზარზე სანდოობის სტანდარტს.
კომპანია ამ ეტაპზე მომხმარებლებს ვაკეში მდებარე ოფისიდან ემსახურება, სადაც შესაძლებელია კრიპტოვალუტის როგორც ყიდვა, ისე გაყიდვა.