მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ახალმა თაღლითურმა სქემამ მიზანში სამუშაოს მაძიებლები ამოიღო - საბანკო ასოციაციის გაფრთხილება
ახალმა თაღლითურმა სქემამ მიზანში სამუშაოს მაძიებლები ამოიღო - საბანკო ასოციაციის გაფრთხილება

ახალმა თაღლითურმა სქემამ მიზანში სამუშაოს მაძიებლები ამოიღო - საბანკო ასოციაციის გაფრთხილება

BM.GE30 ივლისი, 2026, 15:47|bm.ge

საქართველოში გავრცელდა კიდევ ერთი პირამიდული თაღლითური სქემა, რომელიც PCDAI-ის სახელით მოქმედებს და მოსახლეობას სოციალური მედიის საშუალებით სამსახურის ყალბ შეთავაზებებს სთავაზობს, - ამის შესახებ საბანკო ასოციაცია გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებს.

ასოციაციის განცხადებით, სქემის ფარგლებში მოქალაქეებს PCDAI-ის პლატფორმაზე რეგისტრაციისა და ანგარიშის ე.წ. „აქტივაციის“ მიზნით წინასწარი დეპოზიტის გადახდას სთხოვენ (დაფიქსირდა 180, 875, 2000 და 3000 ლარის მოთხოვნის შემთხვევები).

"სანდოობის შესაქმნელად, თაღლითები შერჩეულ მსხვერპლს პირველ ეტაპზე მცირე ოდენობის თანხას ურიცხავდნენ, რითიც მის ნდობას იმსახურებდნენ. მას შემდეგ, რაც დაზარალებულებისგან მნიშვნელოვან თანხებს აგროვებდნენ, პლატფორმა წყვეტდა ფუნქციონირებას და კომპანია აღარ იძებნებოდა.

თუმცა, ამით სქემა არ სრულდებოდა - თაღლითები დაზარალებულებს კვლავ უკავშირდებოდნენ და არწმუნებდნენ, რომ პლატფორმას ტექნიკური შეფერხება ჰქონდა, ხოლო თანხის დასაბრუნებლად დამატებითი ინვესტიციის განხორციელება იყო საჭირო.

აღნიშნული სქემა წარმოადგენს კლასიკურ ფინანსურ პირამიდას, რომლის მიზანია სამუშაოსა და დამატებითი შემოსავლის მაძიებელი ადამიანების ნდობის მოპოვება და მათი მოწყვლადი მდგომარეობით სარგებლობა.

მსგავსი სქემები შესაძლოა სხვა სახელწოდებითაც გამოჩნდეს. ამიტომ, მომხმარებლები ფხიზლად უნდა იყვნენ და სწრაფად გამდიდრების, გარანტირებული დასაქმებისა თუ არარეალურად მაღალი სარგებლის მიღების შეთავაზებები კრიტიკულად შეაფასონ.

გასათვალისწინებელი რეკომენდაციები:

• არასდროს გადაიხადოთ წინასწარ თანხა სამუშაოს შეთავაზებისთვის: რეალური დამსაქმებელი დეპოზიტს კონკრეტულ ვაკანსიაზე წვდომის სანაცვლოდ არასდროს მოგთხოვთ; • პოტენციური დამსაქმებლის გადამოწმება: მოიძიეთ და გადაამოწმეთ დამსაქმებელი ორგანიზაცია, მისი ოფიციალური ვებ-გვერდი და საკონტაქტო ოფიციალური არხები; • დასაქმების სანდო, ცნობილი პორტალებით სარგებლობა: გამოიყენეთ დასაქმების ცნობილი პლატფორმები, სადაც განთავსებულია სხვადასხვა გადამოწმებული განცხადებები; • ცოდნის გაზიარება და გაფრთხილება: თაღლითები ხშირად პოტენციურ მსხვერპლად მოწყვლად ჯგუფებს ირჩევენ, ამიტომ გააფრთხილეთ ირგვლივ მყოფნი აღნიშნული თაღლითური სქემის შესახებ და გაუზიარეთ ეს რეკომენდაციები; • გაუფრთხილდით პერსონალურ და პირად ინფორმაციას: არასდროს გააზიაროთ უცნობ სივრცეში და უცნობებთან კონფიდენციალური ინფორმაცია, დაიცავით პირადი მონაცემები, ფინანსური და საბარათე ინფორმაცია", - წერია ასოციაციის განცხადებაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კვოტირება არასწორად იყო, აბიტურიენტების ინტერესები არ გაითვალისწინეს - განათლების ექსპერტი

კვოტირება არასწორად იყო, აბიტურიენტების ინტერესები არ გაითვალისწინეს - განათლების ექსპერტი

BM.GE

ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მეტად/ნაკლებად ინარჩუნებენ ფასს - TOP 5

ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მეტად/ნაკლებად ინარჩუნებენ ფასს - TOP 5

BM.GE

"ექსკლუზიურ კოლექციებზე მოთხოვნა გაიზარდა" - „ჰამო“ ინდივიდუალური შეკვეთების მიმართულებას აძლიერებს

"ექსკლუზიურ კოლექციებზე მოთხოვნა გაიზარდა" - „ჰამო“ ინდივიდუალური შეკვეთების მიმართულებას აძლიერებს

BM.GE

მსოფლიოს 10 უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია

მსოფლიოს 10 უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია

BM.GE