მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტმა დაზღვევის ფასებზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა - ნინა კობახიძე
ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტმა დაზღვევის ფასებზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა - ნინა კობახიძე

ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტმა დაზღვევის ფასებზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა - ნინა კობახიძე

BM.GE2 მაისი, 2026, 01:42|bm.ge

„გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომმა სადაზღვევო სექტორზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. ნინა კობახიძე bm.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ სადაზღვევო პროდუქტების ფასზე რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს, რისი გავლენითაც მოლოდინია, რომ წელს დაზღვევის სხვადასხვა სახეობის პოლისზე ფასი 15%-მდე შეიძლება გაიზარდოს.

“განსაკუთრებული გავლენა მოახდინა ფასთა პოლიტიკაზე ახლო აღმოსავლეთის ომმა. იცით, რომ სადაზღვევო სექტორი ძალიან აქტიურად ჩაერთო, განსაკუთრებით ტვირთების დაზღვევის მიმართულებით და ბუნებრივია, ველოდებით, რომ გადაზღვევის ფასებმა შეიძლება ცვლილება განიცადოს.

პირდაპირპროპორციულია საწვავის, თუ ელექტროენერგიის გაძვირება სადაზღვევო პროდუქტების გაძვირებასთან, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი მომსახურება ავტომატურად სამედიცინო სექტორს იყენებს, ხოლო ავტოტრანსპორტის თვალსაზრისით — იგივე იმპორტით შემოსული ავტონაწილების [ღირებულება] მომსახურების ფასებზე ახდენს ზეგავლენას. ანუ, ფასები გაიზრდება წელს.

ბაზრის ზრდაზე რომ ვსაუბრობთ, აქ ერთ-ერთი კომპონენტი არის ფასების ზრდაც და ინფლაციაც. მომხმარებელი შეიძლება არ დახვდეს მზად ფასების ზრდას და საერთოდ უარი განაცხადოს დაზღვევაზე, ამიტომ ჩვენ ძალიან ფრთხილი ვართ ფასების მატებასთან მიმართებით და ყოველთვის ვითვალისწინებთ მომხმარებლის ინტერესს.

ზუსტად ვერ გეტყვით [რამდენით შეიძლება გაძვირდეს დაზღვევა], გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ, მაგალითად, კორპორატიულ სექტორზე ვმუშაობთ და ინდივიდუალურად გამოვდივართ ორგანიზაციებიდან, თუმცა სადღაც 7, 8, 10, 15 პროცენტამდეც კი შეიძლება ავიდეს [ფასის ზრდა] სხვადასხვა სახეობების მიმართულებით”,-აცხადებს ნინა კობახიძე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 189 სტატია.

  • ბიბილაშვილი: როგორ ოპოზიციას ისურვებდა „ოცნება“, ისეთსაც, როგორიც ირაკლი კობახიძის მამა იყო გამსახურდიას დროს?ტვ პირველი
  • კობახიძე: ქალბატონ რასას, მის მეგობრებს უნდათ საქართველო ჩარჩეს პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეშიფორმულა
  • კობახიძე: სოხუმთან და ცხინვალთან ხელშეკრულება ვერ დაიდებანეტგაზეთი
  • ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ვო თჰი ან სუანს შეხვდარუსთავი 2
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE