მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. კობახიძე: ქალბატონ რასას, მის მეგობრებს უნდათ საქართველო ჩარჩეს პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეში
კობახიძე: ქალბატონ რასას, მის მეგობრებს უნდათ საქართველო ჩარჩეს პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეში

კობახიძე: ქალბატონ რასას, მის მეგობრებს უნდათ საქართველო ჩარჩეს პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეში

ფორმულა|formulanews.ge

"ქართული ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარების - დევიდ მაკალისტერის, ნილს უშაკოვსის და რასა იუკნევიჩიენეს ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა. კობახიძის მტკიცებით ევროპარლამენტარებს საქართველოში პოლარიზაცია სურთ.

მისი შეფასებით საკონსტიტუციო სარჩელი პატრიების აკრძალვის შესახებ "ჩაკეტილი წრის გარღვევას" ემსახურება.

"თავის დროზე, როდესაც პუნქტები წარმოგვიდგინეს შესასრულებლად, ერთ-ერთი პუნქტი იყო დეპოლარიზაცია, სინამდვილეში, ყველაფრიდან გამოჩნდა, რომ ეს მოთხოვნა ფარსი იყო ერთადერთი, მარტივი მიზეზის გამო, რომ სინამდვილეში, ერთადერთი, რაც უნდათ ამ ადამიანებს, მათ შორის, ქალბატონ რასას საქართველოში, სწორედ, რომ პოლარიზაციაა.

ამ სარჩელის წარმატების გარეშე ჩვენ დავრჩებით პოლარიზაციის მუდმივ ჩაკეტილ წრეში და ზუსტად ეს უნდა ქალბატონ რასას, მის მეგობრებს, რომ საქართველო ჩარჩეს პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეში. ჩვენი სარჩელი ემსახურება სწორედ, ამ ჩაკეტილი წრის გარღვევას.

რაც შეეხება სარჩელს, კიდევ ერთხელ ვიტყვი ერთ, მარტივ რამეს, აქ არიან კონკრეტული ძალები, ერთი პოლიტიკური პარტია, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელიც დღემდე, ხელისუფლებას არალეგიტიმურად აცხადებს, უნდათ, რომ ეს დაამკვიდრონ, ვიღაც შეიძლება აცხადებდეს ხელისუფლებას არალეგიტიმურად, ვიღაც შეიძლება პოლიციელს ურტყამდეს ხელს და დარჩეს დაუსჯელი, ვიღაც შეიძლება წლების მანძილზე აცხადებდეს ხელისუფლებას არალეგიტიმურად და ამაზე სამართლებრივ სისტემას არ უნდა ჰქონდეს პასუხი? ეს რა თქმა უნდა, არასწორია. თუ ვინმე არალეგიტიმურად აცხადებს კონსტიტუციურ წყობილებას და ცდილობს მის დამხობას, მას უნდა დაუპირისპირდეს შესაბამისი სამართლებრივი პასუხი და სწორედ ეს პასუხია ეს სარჩელი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში შევიტანეთ. იმედი გვაქვს, რომ ეს სარჩელი იქნება წარმატებული, რაც საბოლოო ჯამში ძალიან მარტივ შეკითხვას გასცემს პასუხს, ვინ არის სინამდვილეში არალეგიტიმური, ხელისუფლება, თუ ეს რადიკალური ოპოზიცია და უცხოური აგენტურა...

ყველას მოვუწოდებ მაქსიმალურად შეიკავონ თავი ჩვენს მართლმსაჯულებაში, ჩარევისაგან. მათ უნდა წაიკითხონ სარჩელი, შემდეგ წაიკითხონ გადაწყვეტილება და მხოლოდ ამის საფუძველზე შეიძლება გააკეთონ სამართლებრივი კომენტარები. პოლიტიკური კომენტარების გაკეთება არის, მხოლოდ და მხოლოდ უხეში, პოლიტიკური ჩარევა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში", -თქვა კობახიძემ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერიმ, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის თავმჯდომარე ნილს უშაკოვსმა და ევროპარლამენტის საქართველოზე მუდმივმა მომხსენებელმა რასა იუკნევიჩიენემ საქართველოს შესახებ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

ევროპარლამენტარები საქართველოში პოლიტიკური დიალოგის განახლების საკითხს, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობასა და ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას გამოეხმაურნენ.

განცხადებაში ევროპარლამენტარებმა აღნიშნეს, რომ ევროკავშირს საქართველოსთან დიალოგისთვის კარი არასოდეს დაუხურავს და არსებული ვითარების მიზეზად მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების", პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ასახელებენ.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 197 სტატია.

  • ირაკლი კობახიძე ბუდაპეშტში უნგრეთის რევოლუციის 70 წლის საიუბილეო ღონისძიებებს დაესწროBM.GE
  • კობახიძე: სოხუმთან და ცხინვალთან ხელშეკრულება ვერ დაიდებანეტგაზეთი
  • პოლიტიკური ველიდან იმ ადამიანების გაყვანა დაიწყება, ვინც კობახიძის მეგობარ ითვლება - ცქიტიშვილიტვ პირველი
  • ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ვო თჰი ან სუანს შეხვდარუსთავი 2
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა

სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა

ფორმულა

კობახიძე: ოფიციალურ ვახშამზე მადიარს ორმხრივ ურთიერთობებზე ვესაუბრე

კობახიძე: ოფიციალურ ვახშამზე მადიარს ორმხრივ ურთიერთობებზე ვესაუბრე

ფორმულა

ნივთმტკიცებად ამოიღეს "მეთადონი", "ამფეტამინი", პისტოლეტი, მჭიდი - დაკავებულია 1 პირი

ნივთმტკიცებად ამოიღეს "მეთადონი", "ამფეტამინი", პისტოლეტი, მჭიდი - დაკავებულია 1 პირი

ფორმულა

უკრაინულმა დრონებმა ტოლიატიში ნავთობქიმიურ საწარმოს დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა ტოლიატიში ნავთობქიმიურ საწარმოს დაარტყეს

ფორმულა