მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის პირდაპირი გავლენა ყველაზე მკვეთრი ტურიზმის სექტორზეა|ეროვნული ბანკი
ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის პირდაპირი გავლენა ყველაზე მკვეთრი ტურიზმის სექტორზეა|ეროვნული ბანკი

ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის პირდაპირი გავლენა ყველაზე მკვეთრი ტურიზმის სექტორზეა|ეროვნული ბანკი

BM.GE7 მაისი, 2026, 16:36|bm.ge

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა მონეტარული პოლიტიკის ანგარიში, სადაც ირანში მიმდინარე კონფლიქტის ეკონომიკური ეფექტები არის შეფასებული. სებ-ის თანახმად, ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ეკონომიკური კავშირების უმთავრესი კომპონენტი არის ტურისტული სექტორი და ფრენების შეზღუდვა და საწვავის ფასის გამო საავიაციო ფრენების გაძვირება საქართველოს ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახება.

2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს 1,170,362 საერთაშორისო ვიზიტორი სტუმრობდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.2%-ით ნაკლებია, მიღებული შემოსავალი კი 830 მილიონი დოლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 0.5%-ით მეტი იყო. ეროვნული ბანკი მოელის, რომ იმ შემთხვევაში, თუ საჰაერო ფრენები უფრო ხანგრძლივად დარჩება შეზღუდული და დამატებით ავიაბილეთების ფასების ზრდა გაგრძელდება, მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების უარყოფითი ეფექტი გაღრმავდება.

"ერთი მხრივ, საომარი ვითარების შედეგად საერთაშორისო ფრენების გაუქმება, რეგიონული გაურკვევლობის ზრდა და ახლო აღმოსავლეთში ეკონომიკური აქტივობის შენელება ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებზე შემცირების მიმართულებით იმოქმედებს.

პირდაპირი გადაცემის არხებიდან ყველაზე ხელშესახები გავლენა ტურიზმის სექტორზე მოდის. საქართველოს ეკონომიკაში მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავლებს მნიშვნელოვანი წილი უკავია, 2025 წლის მდგომარეობით მან მშპ-ს 12.3% შეადგინა. კონფლიქტის ფონზე, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან და ინდოეთიდან ფრენების შეზღუდვა, ასევე ავიაბილეთების ფასების ზრდა, ამცირებს ტურისტულ ნაკადებს, რაც აისახება ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდის შენელებაში, რის შედეგადაც 2026 წლის პირველ კვარტალში მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების ზრდის ტემპმა 0.5%-მდე მოიკლო. თავის მხრივ, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების შენელება მიმდინარე ანგარიშის ბალანსზეც უარყოფით გავლენას ახდენს.

ცენტრალური სცენარით, თუ კონფლიქტი მეორე კვარტალში დასრულდება და ფრენები ახლო აღმოსავლეთიდან და ინდოეთიდან ეტაპობრივად აღდგება, 2026 წლის განმავლობაში მოგზაურობიდან მიღებული საექსპორტო შემოსავლების უარყოფითი ეფექტი მიმდინარე ანგარიშის ბალანსზე შედარებით შეზღუდული იქნება (მიმდინარე ანგარიშის მშპ-თან ფარდობის დეფიციტს გააღრმავებს დაახლოებით 0.3-0.4 პპ-ით). თუმცა, კონფლიქტის გახანგრძლივებისა და, განსაკუთრებით, საავიაციო საწვავის ფასების ზრდის ფონზე ავიაბილეთების შემდგომი გაძვირების შემთხვევაში, შესაძლებელია გლობალურად ტურისტული აქტივობის შემცირება განაპირობოს, რაც ამავდროულად სხვა ქვეყნებიდანაც მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების ზრდის ტემპს შეანელებს. ტურიზმის სექტორის შენელება ნეგატიურად აისახება დაკავშირებულ სექტორებზე, მათ შორის სასტუმროებისა და რესტორნების მომსახურებასა და ტრანსპორტირებაზე,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბანკის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 121 სტატია.

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართებატვ პირველი
  • POLITICO: ტრამპის ჩრდილი ბრიტანეთის ეკონომიკას კვლავ ემუქრება - ინგლისის ბანკმა განაცხადა, რომ ირანში განახლებულმა კონფლიქტმა შესაძლოა ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვიოსიმედი
  • მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი: გავაგრძელებთ საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერას, რათა ძლიერი რეზოლუციის სისტემა იქონიოს. მსოფლიო ბანკს კვლავაც აქვს პატივი საქართველოს გვერდით იდგეს განვითარების ამ პროცესშირუსთავი 2
  • „საქართველოს ბანკის“ ფილიალში კაცი შეიჭრა და ისროლა – შსსნეტგაზეთი
ბანკის →

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE