მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აკუმულატორში დამალული 8 კგ-მდე ოქროს ნაკეთობების შემოტანისთვის დაკავებულია ერთი პირი - საგამოძიებო
აკუმულატორში დამალული 8 კგ-მდე ოქროს ნაკეთობების შემოტანისთვის დაკავებულია ერთი პირი - საგამოძიებო

აკუმულატორში დამალული 8 კგ-მდე ოქროს ნაკეთობების შემოტანისთვის დაკავებულია ერთი პირი - საგამოძიებო

BM.GE5 ოქტომბერი, 2026, 15:04|bm.ge

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის შემოტანის წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

"ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, მის მართვაში არსებულ ავტომობილის სათადარიგო აკუმულატორში, სპეციალურად მოწყობილი სამალავის გამოყენებით, მალულად შემოიტანა 8 კილოგრამამდე ოქროს საიუველირო ნაკეთობა", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამოღებული ძვირფასეულობის საბაჟო ღირებულება 1 700 000 -მდე ლარს შეადგენს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე- 2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: დაკავებულია

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 53 სტატია.

  • ნაცნობს ქილერის მოძიება დაავალა ყოფილი მეუღლის მოსაკლავად - დაკავებულია 1 პირიფორმულა
  • ამოღებულია 605 შეკვრა „ალფა-პვპ“ - დაკავებულია 2 პირიტვ პირველი
  • იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობის, 605 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქერუსთავი 2
  • დიდუბეში ცოლ-ქმრის ჩაცხრილვას წინ ქონებრივი დავა უძღოდა – დაკავებულია სავარაუდო მკვლელინეტგაზეთი
დაკავებულია →

მსგავსი სტატიები

ელჭექი, ქარი, შტორმი - დღეიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება

ელჭექი, ქარი, შტორმი - დღეიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება

BM.GE

Anthropic-ის აქციების ფასი პრემარკეტზე 6%-ით შემცირდა

Anthropic-ის აქციების ფასი პრემარკეტზე 6%-ით შემცირდა

BM.GE

ანაკლიის პორტთან მისასვლელი ₾442-მილიონიანი გზის მშენებლობის ზედამხედველობის ტენდერი გამოცხადდა

ანაკლიის პორტთან მისასვლელი ₾442-მილიონიანი გზის მშენებლობის ზედამხედველობის ტენდერი გამოცხადდა

BM.GE

m² თბილისში 6 ახალ საცხოვრებელ პროექტს წარადგენს - ექსკლუზიური შეთავაზება სახლის უპრეცედენტოდ დაბალ ფასად შესაძენად

m² თბილისში 6 ახალ საცხოვრებელ პროექტს წარადგენს - ექსკლუზიური შეთავაზება სახლის უპრეცედენტოდ დაბალ ფასად შესაძენად

BM.GE