მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ნაცნობს ქილერის მოძიება დაავალა ყოფილი მეუღლის მოსაკლავად - დაკავებულია 1 პირი
ნაცნობს ქილერის მოძიება დაავალა ყოფილი მეუღლის მოსაკლავად - დაკავებულია 1 პირი

ნაცნობს ქილერის მოძიება დაავალა ყოფილი მეუღლის მოსაკლავად - დაკავებულია 1 პირი

ფორმულა|formulanews.ge

ოჯახის წევრის მიმართ, შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა მამაკაცმა, განქორწინების შემდეგ, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის გამო, ყოფილი მეუღლის შეკვეთით მკვლელობა განიზრახა.

აღნიშნულია, რომ დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, ბრალდებული დაუკავშირდა ნაცნობ პირს და 25 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ე.წ. ქილერის მოძიება დაავალა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებებით, ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული მკვლელობის განხორციელებას იმ დროს ითხოვდა, როდესაც მათი სამი არასრულწლოვანი შვილი დედასთან არ იქნებოდა.

"ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და მობილური ტელეფონი, რომლის საშუალებითაც ბრალდებული ნაცნობს უკავშირდებოდა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: დაკავებულია

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 53 სტატია.

  • ამოღებულია 605 შეკვრა „ალფა-პვპ“ - დაკავებულია 2 პირიტვ პირველი
  • იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობის, 605 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქერუსთავი 2
  • საცხოვრებელი სახლიდან ₾62 520-ის ღირებულების უაქციზო სიგარეტი ამოიღეს - დაკავებულია 2 პირიBM.GE
  • დიდუბეში ცოლ-ქმრის ჩაცხრილვას წინ ქონებრივი დავა უძღოდა – დაკავებულია სავარაუდო მკვლელინეტგაზეთი
დაკავებულია →

მსგავსი სტატიები

ნიკოლოზ ღუნაშვილის დედა: რატომ გრძელდება ბრალდებულის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნა

ნიკოლოზ ღუნაშვილის დედა: რატომ გრძელდება ბრალდებულის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნა

ფორმულა

ტრამპი სი ძინ პინთან და ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გაემგზავრა

ტრამპი სი ძინ პინთან და ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გაემგზავრა

ფორმულა

IPI: ვგმობთ გურამ როგავას სასამართლო პროცესიდან ჩამოშორებას

IPI: ვგმობთ გურამ როგავას სასამართლო პროცესიდან ჩამოშორებას

ფორმულა

უკრაინის გენშტაბი ყირიმის ხიდზე: ოკუპაციის სიმბოლოს ბზარი გაუჩნდა

უკრაინის გენშტაბი ყირიმის ხიდზე: ოკუპაციის სიმბოლოს ბზარი გაუჩნდა

ფორმულა