მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ალავერდთან ტურისტული ინფრასტრუქტურის პროექტირებაზე კონკურსი გამოცხადდა|ბიუჯეტი ₾648 000-ია
ალავერდთან ტურისტული ინფრასტრუქტურის პროექტირებაზე კონკურსი გამოცხადდა|ბიუჯეტი ₾648 000-ია

ალავერდთან ტურისტული ინფრასტრუქტურის პროექტირებაზე კონკურსი გამოცხადდა|ბიუჯეტი ₾648 000-ია

BM.GE25 ივნისი, 2026, 10:13|bm.ge

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ახმეტის მუნიციპალიტეტში, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მქონე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – ალავერდის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ, შემეცნებით-ტურისტული სივრცისა და საპარკინგე ინფრასტრუქტურის პროექტირების კონკურსი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 648 000 ლარია.

უწყების ცნობით, პროექტის მიზანია ალავერდის მონასტრის მნიშვნელობის გათვალისწინებით ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ერთიანად მოიცავს საინფორმაციო, საგანმანათლებლო და დასასვენებელ სივრცეებს. ამასთან, მათივე განცხადებით, ვიზიტორთა ნაკადების მართვა უნდა გახდეს უფრო მარტივი, ორგანიზებული და უსაფრთხო.

პროექტის მიხედვით უნდა დაიგეგმოს სტუმართა მისაღები სივრცე, საინფორმაციო ცენტრი, საგამოფენო და საგანმანათლებლო ზონები, მოსასვენებელი ადგილები, სანიტარული კვანძები, საფეხმავლო ბილიკები და ხედვის წერტილები.

ასევე, უნდა მოეწყოს როგორც მსუბუქ ავტომობილებზე, ისე ტურისტულ ავტობუსებზე გათვლილი მრავალფუნქციური ავტოსადგომი, სადაც განთავსდება ელექტრომობილების დამტენი სადგურები.

პროექტით გათვალისწინებული უნდა იყოს მონასტრის განათების და უსაფრთხოების სისტემების მოწყობა, ასევე, გამწვანება - ადგილობრივი ბუნებრივი გარემოს მაქსიმალური შენარჩუნებით.

ალავერდის მონასტრის მიმდებარე ტურისტული და საპარკინგე ინფრასტრუქტურა ადაპტირებული უნდა იყოს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ-ის DFC-იმ ფოთის პორტის განვითარებისთვის Pace Group-ს $25-მილიონიანი სესხი გამოუყო

აშშ-ის DFC-იმ ფოთის პორტის განვითარებისთვის Pace Group-ს $25-მილიონიანი სესხი გამოუყო

BM.GE

თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან

თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან

BM.GE

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი საქართველოში კოკა-კოლა ჩემპიონატის გლობალური პარტნიორია

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი საქართველოში კოკა-კოლა ჩემპიონატის გლობალური პარტნიორია

BM.GE

კახეთში, 3000-5000 ვიზიტორზე გათვლილი ალოობის ფესტივალი იგეგმება - ბიუჯეტი 420 000 ლარია

კახეთში, 3000-5000 ვიზიტორზე გათვლილი ალოობის ფესტივალი იგეგმება - ბიუჯეტი 420 000 ლარია

BM.GE