
ალკოჰოლური სასმელები, წყლები... - საქართველოდან სასმელების თითქმის ნახევარი რუსეთში გადის
ოფიციალური სტატისტიკით, საქართველომ 2026 წლის 8 თვეში 594 მლნ აშშ დოლარის 395 402 ტონა სასმელები გაიტანა ექსპორტზე. ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთია, სადაც ექსპორტმა 270 მლნ აშშ დოლარს და 187 ათას ტონას გადააჭარბა, რის შედეგადაც მთლიანი ექსპორტის მოცულობის 47%-ზე მეტი შეადგინა.
BM.GE გთავაზობთ ექსპორტის დეტალურ მონაცემებს საქსტატის მაჩვენებლებზე დაყრდნობით.
წელს, საქართველოს მიერ ექსპორტირებული ღვინის მოცულობის 67%-მდე რუსეთზე მოდის. კერძოდ, 2026 წლის 8 თვეში საქართველოდან რუსეთში ექსპორტზე 102.2 მლნ დოლარის 34 898 ტონა ღვინო გავიდა. ამავე პერიოდში, ჯამურად ღვინის ექსპორტი 163.6 მლნ აშშ დოლარის 52 419 ტონა იყო. ეს კი იმ ფონზე, რომ წელს რუსეთში ღვინის ექსპორტის მოცულობამ 7%-იანი, ღირებულებამ კი 1%-იანი კლება აჩვენა.
ღვინის TOP-10 საექსპორტო ქვეყანა იანვარ-აგვისტოში ასე გამოიყურებოდა:
• რუსეთი - 102.196 მლნ აშშ დოლარის (34 898 ტონა) • პოლონეთი - 10.697 მლნ აშშ დოლარის (4 092 ტონა) • უკრაინა - 7.505 მლნ აშშ დოლარის (2 714 ტონა) • ჩინეთი - 6.279 მლნ აშშ დოლარის (2 149 ტონა) • ყაზახეთი - 5.007 მლნ აშშ დოლარის (1 494 ტონა) • გერმანია - 4.904 მლნ აშშ დოლარის (1 018 ტონა) • ბელარუსი - 4.243 მლნ აშშ დოლარის (1 537 ტონა) • აშშ - 3.623 მლნ აშშ დოლარის (616 ტონა) • ლატვია - 3.281 მლნ აშშ დოლარის (747 ტონა) • თურქეთი - 2.330 მლნ აშშ დოლარის (393ტონა)
სპირტიანი სასმელების (ბრენდი, ჭაჭა და ა.შ.) ექსპორტმა 8 თვეში 163.9 მლნ დოლარის 33 329 ტონა შეადგინა. კლება ღირებულებაში 5%-ია, ხოლო მოცულობა 19%-ით შემცირდა. ტონებში გამოსახული ექსპორტის 52% რუსეთზე მოდის, კერძოდ 79.6 მლნ დოლარის 17 371 ტონა. რუსეთში წელს 13%-ით ნაკლები ღირებულების და 26%-ით ნაკლები მოცულობის ექსპორტი დაფიქსირდა, თუმცა ის კვლავ პირველ პოზიციაზეა.
სპირტიანი სასმელების TOP-10 საექსპორტო ბაზარი:
• რუსეთი - 79.6 მლნ აშშ დოლარი, 17,371 ტონა • სომხეთი: 20.6 მლნ აშშ დოლარი, 4,979 ტონა • უკრაინა: 14.1 მლნ აშშ დოლარი, 5,202 ტონა • აზერბაიჯანი: 8.8 მლნ აშშ დოლარი, 523 ტონა • ბელარუსი: 8.2 მლნ აშშ დოლარი, 1,988 ტონა • მალაიზია: 6.3 მლნ აშშ დოლარი, 121 ტონა • ლატვია: 5.8 მლნ აშშ დოლარი, 686 ტონა • თურქეთი: 4.6 მლნ აშშ დოლარი, 273 ტონა • ყირგიზეთი: 3.9 მლნ აშშ დოლარი, 322 ტონა • ნიდერლანდები: 1.6 მლნ აშშ დოლარი, 110 ტონა
იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტზე 139 მლნ დოლარის 124 574 ტონა შაქრის დანამატების შემცველობის მინერალური და გაზიანი წყლები გავიდა (მოიცავს ტკბილ უალკოჰოლო სასმელებს, ლიმონათებსა და არომატიზებულ წყლებს). წლის ჭრილში მოცულობა 12%-ით, ხოლო ღირებულება 23%-ით არის გაზრდილი.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ მთლიანი საექსპორტო მოცულობის 27% რუსეთში გადის. 2026 წელს რუსეთის მიმართულებით ექსპორტის ღირებულებაში 13%-ით, ხოლო მოცულობაში 20%-ით არის შემცირებული, ის ნომერ პირველ საექსპორტო ბაზრად რჩება.
შაქრის შემცველობის მინერალური და გაზიანი წყლების TOP 10 საექსპორტო ბაზრის ჩამონათვალი ასეთია:
• რუსეთი: 32.5 მლნ აშშ დოლარი, 34 176 ტონა • აზერბაიჯანი: 25.3 მლნ აშშ დოლარი, 17 592 ტონა • ყაზახეთი: 22.1 მლნ აშშ დოლარი, 18 951 ტონა • სომხეთი: 13 მლნ აშშ დოლარი, 13 575 ტონა • უზბეკეთი: 12.9 მლნ აშშ დოლარი, 8 638 ტონა • ისრაელი: 7.7 მლნ აშშ დოლარი, 8 746 ტონა • უკრაინა: 6.1 მლნ აშშ დოლარი, 5 732 ტონა • ყირგიზეთი: 4.1 მლნ აშშ დოლარი, 2 972 ტონა • ბელარუსი: 3.1 მლნ აშშ დოლარი, 2 175 ტონა • ლიეტუვა: 2 მლნ აშშ დოლარი, 1 957 ტონა
8 თვეში 127.4 მლნ დოლარის 185 080 ტონა მინერალური და მტკნარი წყლები (შაქრის დანამატების გარეშე) გავიდა ექსპორტზე. ექსპორტის ღირებულება წლიურად 11%-ით გაიზარდა, ხოლო მოცულობა 7%-ით.
მთლიანი ექსპორტის მოცულობის 54% რუსეთზე მოდის, სადაც 55.8 მლნ აშშ დოლარის 100 742 ტონა პროდუქტი გაიგზავნა. ეს მაჩვენებელი წლის ჭრილში ღირებულებაში 9%-ით, ხოლო მოცულობაში 6%-ით არის გაზრდილი.
მინერალური და მტკნარი წყლების (შაქრის დანამატების გარეშე) TOP 10 საექსპორტო ბაზარი ასეთია:
• რუსეთი: 55.8 მლნ აშშ დოლარი, 100 742 ტონა • ყაზახეთი: 23.1 მლნ აშშ დოლარი, 26 772 ტონა • უკრაინა: 14.6 მლნ აშშ დოლარი, 17 137 ტონა • ლიეტუვა: 8.1 მლნ აშშ დოლარი, 10 818 ტონა • უზბეკეთი: 5.6 მლნ აშშ დოლარი, 6 029 ტონა • გერმანია: 2.7 მლნ აშშ დოლარი, 1 962 ტონა • მოლდოვა: 2.5 მლნ აშშ დოლარი, 2 282 ტონა • ბელარუსი: 2.2 მლნ აშშ დოლარი, 3 537 ტონა • ისრაელი: 1.6 მლნ აშშ დოლარი, 1 767 ტონა • ყირგიზეთი: 1.4 მლნ აშშ დოლარი, 1 499 ტონა
შეგახსენებთ, რუსეთმა ქართული წარმოების ღვინის და არაალკოჰოლური სასმლის ნაწილის იმპორტი დროებით შეზღუდა. რუსული მედიის თანახმად, რუსეთის მარეგულირებელმა გამოავლინა გაყიდვისთვის აკრძალული სასმელები, რომლებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს ორგანოლეპტიკური, ფიზიკურ-ქიმიური და უსაფრთხოების მაჩვენებლების მიხედვით. RBC წერს, რომ აკრძალვა შეეხო შემდეგ პროდუქტებს:
• „თელიანის ველის“ წარმოების ღვინო; • „თბილღვინოს“ წარმოების ღვინო; • „ასკანელი ძმების“ წარმოების ღვინო და კონიაკი; • „ვაინმენის“ წარმოების ღვინო; • „საქართველოს ლუდის კომპანიის“ წარმოების ლუდი; • საქართველოში წარმოებული გაზიანი უალკოჰოლო სასმელი - Coca-Cola; • „ჰელსი უოთერის“ მიერ წარმოებული მინერალური წყალი „ნაბეღლავი“.
"იმედი გვაქვს, ეს გადაწყვეტილება შეიცვლება" | პრემიერი რუსულ ემბარგოზე
"ჩვენი ბიზნესი რუსეთში "კოკა-კოლას" ექსპორტი არ არის" | ინტერვიუ თემურ ჭყონიასთან
BM.GE
წყარო: bm.ge