მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიცირების და ყალბი აქციზის დამზადებისთვსი დაკავებულია 3 პირი - საგამოძიებო სამსახური
ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიცირების და ყალბი აქციზის დამზადებისთვსი დაკავებულია 3 პირი - საგამოძიებო სამსახური

ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიცირების და ყალბი აქციზის დამზადებისთვსი დაკავებულია 3 პირი - საგამოძიებო სამსახური

BM.GE7 აგვისტო, 2026, 14:30|bm.ge

საგამოძიებო სამსახურმა ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელებისა და ყალბი აქციზური მარკების დამზადება-გასაღების ფაქტზე 3 პირი დააკავა

უწყების ინფორმაციით, ქალაქ ბათუმში, ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციისა და ყალბი აქციზური მარკების დამზადება-გასაღების ფაქტი გამოავლინეს. სისხლისსამართლებრივი დევნა 7 პირის მიმართ დაიწყო, რომელთაგან 3 დაკავებულია.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, უკანონო შემოსავლის მიღების მიზნით, კუსტარულად მოწყობილ საწარმოებში სპირტისა და სპეციალური დანამატების გამოყენებით სისტემატურად ამზადებდნენ ცნობილი ბრენდების ფალსიფიცირებულ ვისკისა და სხვა ალკოჰოლურ სასმელებს. აღნიშნული პროდუქცია ყალბი აქციზური მარკებით აჭარის რეგიონში მაღაზიებსა და ბარებში რეალიზდებოდა.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კუსტარული საწარმოებიდან და სარეალიზაციო ობიექტებიდან ამოღებულია ფალსიფიცირებული ვისკი და არაყი, დიდი ოდენობით სხვადასხვა ბრენდის მეორადი ბოთლები, გაურკვეველი წარმოშობის სპირტიანი სასმელი, ყალბი აქციზური მარკები, ასევე მათი დასამზადებელი ტექნიკა.

ამ ეტაპზე სარეალიზაციო ქსელიდან ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელების ამოღებისა და დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურად მიმდინარეობს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, 197¹ მუხლითა და 200¹ მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამსახურის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 88 სტატია.

  • საგამოძიებო სამსახურმა ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელებისა და ყალბი აქციზური მარკების დამზადება-გასაღების ფაქტზე 3 პირი დააკავაიმედი
  • საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე 4 პირი დააკავარუსთავი 2
  • ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსტემ უმეროვი საგარეო სადაზვერვო სამსახურის უფროსად დანიშნაფორმულა
  • ქალებზე ძალადობა სასამართლოში - რა ბედი ელის მანდატურების სამსახურის უფროსსტვ პირველი
სამსახურის →

მსგავსი სტატიები

Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება

Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება

BM.GE

გავაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას რუსი საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში - ლატვია

გავაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას რუსი საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში - ლატვია

BM.GE

საქართველოს საერთაშორისო რეზერვები რეკორდულ $7.5 მილიარდამდე გაიზარდა - ეროვნული ბანკი

საქართველოს საერთაშორისო რეზერვები რეკორდულ $7.5 მილიარდამდე გაიზარდა - ეროვნული ბანკი

BM.GE

7 თვეში 76 655 კოლოფი სიგარეტის უკანონო შენახვა-რეალიზაციის 326 ფაქტი გამოვლინდა - შემოსავლების სამსახური

7 თვეში 76 655 კოლოფი სიგარეტის უკანონო შენახვა-რეალიზაციის 326 ფაქტი გამოვლინდა - შემოსავლების სამსახური

BM.GE