მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 7 თვეში 76 655 კოლოფი სიგარეტის უკანონო შენახვა-რეალიზაციის 326 ფაქტი გამოვლინდა - შემოსავლების სამსახური
7 თვეში 76 655 კოლოფი სიგარეტის უკანონო შენახვა-რეალიზაციის 326 ფაქტი გამოვლინდა - შემოსავლების სამსახური

7 თვეში 76 655 კოლოფი სიგარეტის უკანონო შენახვა-რეალიზაციის 326 ფაქტი გამოვლინდა - შემოსავლების სამსახური

BM.GE7 აგვისტო, 2026, 15:36|bm.ge

მიმდინარე წლის 7 თვის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით 76 655 კოლოფი სიგარეტის უკანონო შენახვა-რეალიზაციის 326 ფაქტი გამოვლინდა - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

"საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ უაქციზო საქონელი. 176 ფაქტზე, სამართალდამრღვევი პირების მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლის შესაბამისად, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და საქმის მასალები ქვემდებარეობის მიხედვით სასამართლოს გადაეგზავნა.

9 ფაქტზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა, ხოლო დანარჩენი 141 ფაქტი ჩაითვალა არაიდენტიფიცირებულ შემთხვევად და შედგა ამოღების ოქმები", - წერია შემოსავლების სამსახურის გარვცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა

Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა

BM.GE

2026 წლის ბოლომდე ტყე 2 600 ჰექტარზე აღდგება | როგორია 2031 წლამდე ტყის აღდგენის გეგმა?

2026 წლის ბოლომდე ტყე 2 600 ჰექტარზე აღდგება | როგორია 2031 წლამდე ტყის აღდგენის გეგმა?

BM.GE

საქართველოდან ირანში ავტოექსპორტი 46,241%-ით $129 მილიონამდე გაიზარდა

საქართველოდან ირანში ავტოექსპორტი 46,241%-ით $129 მილიონამდე გაიზარდა

BM.GE

Binance-ისთვის ევროკავშირის ლიცენზიის დაბლოკვა ლაგარდის მოთხოვნა იყო - WSJ

Binance-ისთვის ევროკავშირის ლიცენზიის დაბლოკვა ლაგარდის მოთხოვნა იყო - WSJ

BM.GE