მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ამ რიცხვების უკან რეალური პროექტები დგას, რომლებიც აქტიურად ვითარდება - ცინცაძე ენერგეტიკის დაკრედიტებაზე
ამ რიცხვების უკან რეალური პროექტები დგას, რომლებიც აქტიურად ვითარდება - ცინცაძე ენერგეტიკის დაკრედიტებაზე

ამ რიცხვების უკან რეალური პროექტები დგას, რომლებიც აქტიურად ვითარდება - ცინცაძე ენერგეტიკის დაკრედიტებაზე

BM.GE26 აგვისტო, 2026, 22:01|bm.ge

საქართველოს ენერგეტიკის სექტორის საბანკო დაკრედიტებამ 2026 წლის ივლისში 3.18 მილიარდ ლარს გადააჭარბა, რაც წლიურად 30%-იანი ზრდაა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, დაკრედიტების ზრდა ქვეყანაში ენერგეტიკული პროექტების გააქტიურებას უკავშირდება.

„ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს და ფაქტობრივად, 3,2 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო ზრდა წინა წელთან შედარებით 30%-ია“, - განაცხადა ცინცაძემ საბანკო სექტორის ძირითადი მაჩვენებლების შეფასებისას, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი პერიოდულად აქვეყნებს.

მისი თქმით, დაკრედიტების ზრდა, მათ შორის, კერძო სექტორის მხრიდან საქართველოს ბიზნესისა და საინვესტიციო გარემოს მიმართ ნდობაზე მიუთითებს.

„აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში რეალური პროექტები ხორციელდება და ამ ციფრების უკან დგას რეალური განვითარების აქტიურ ფაზაში მყოფი პროექტები, როგორიც არის ჰიდროელექტროსადგურები, მზის სადგურები, ქარის ელექტროსადგურები, რომლებიც, საერთო ჯამში, ქმნიან იმ ენერგეტიკულ პოტენციალს და შესაძლებლობას ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ცინცაძის განცხადებით, ენერგეტიკის სექტორი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა და სახელმწიფო ენერგეტიკული პროექტების განვითარებას სხვადასხვა მექანიზმით უწყობს ხელს.

„არაერთი მექანიზმი არსებობს, რომელიც ასტიმულირებს კერძო სექტორის მიერ პროექტების განვითარებას. შესაბამისად, ჩვენ უკვე ვხედავთ იმ ენერგეტიკული პოლიტიკის შედეგებს, რომელმაც მოიტანა როგორც დაფინანსების ზრდა, ასევე ეკონომიკური აქტივობის ზრდა ენერგეტიკის სექტორში, რაც კიდევ ერთხელ დასტურდება იმ სტატისტიკით, რომელზეც ვსაუბრობთ“, - განაცხადა მან.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2026 წლის ივლისის მდგომარეობით, ენერგეტიკის სექტორის საკრედიტო პორტფელი 3.181 მილიარდ ლარს შეადგენს. ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 731 მილიონი ლარით, ანუ 30%-ით მეტია. 2024 წლის ივლისთან შედარებით კი ზრდა დაახლოებით 40%-ს შეადგენს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

2026 წლის იანვარ-ივლისში რეკორდული - ₾3.6 მილიარდის იპოთეკური სესხი გაიცა

2026 წლის იანვარ-ივლისში რეკორდული - ₾3.6 მილიარდის იპოთეკური სესხი გაიცა

BM.GE

თავშესაფარი მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „ზაქარას კეთილი მანქანის" მხარდაჭერას აგრძელებს

თავშესაფარი მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „ზაქარას კეთილი მანქანის" მხარდაჭერას აგრძელებს

BM.GE

დრონების შეტევის შედეგად ნოვგოროდის ოლქში „ლუკოილის“ ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა იწვის

დრონების შეტევის შედეგად ნოვგოროდის ოლქში „ლუკოილის“ ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა იწვის

BM.GE

აზოტოვანი სასუქების ექსპორტის მოცულობა შემცირდა, ფასი კი გაიზარდა - სად ვყიდით?

აზოტოვანი სასუქების ექსპორტის მოცულობა შემცირდა, ფასი კი გაიზარდა - სად ვყიდით?

BM.GE