მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დრონების შეტევის შედეგად ნოვგოროდის ოლქში „ლუკოილის“ ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა იწვის
დრონების შეტევის შედეგად ნოვგოროდის ოლქში „ლუკოილის“ ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა იწვის

დრონების შეტევის შედეგად ნოვგოროდის ოლქში „ლუკოილის“ ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა იწვის

BM.GE26 აგვისტო, 2026, 22:14|bm.ge

უპილოტო საფრენი აპარატების შეტევის შედეგად, ნოვგოროდის ოლქის ქალაქ კსტოვოში თავს რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა — „ლუკოილ-ნიჟეგოროდნეფტეორგსინთეზი“ იწვის - ინფორმაციას ASTRA-ს OSINT-ანალიზმა მოწმეთა ვიდეოების გაანალიზების შედეგად დაადასტურა.

წინასწარი მონაცემებით, დარტყმა საწარმოს ცენტრალურ ნაწილზე განხორციელდა.

მანამდე ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაზე მორიგი თავდასხმის შესახებ ადგილობრივი მცხოვრებლები იუწყებოდნენ.

ტელეგრამარხის ინფორმაციით, „ლუკოილ-ნიჟეგოროდნეფტეორგსინთეზი“ რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამმუშავებელი საწარმოა. ქარხნის საპროექტო სიმძლავრე წელიწადში დაახლოებით 17 მილიონ ტონა ნავთობს შეადგენს. საწარმო ავტობენზინს, დიზელისა და საავიაციო ნავთს, საპოხ მასალებსა და სხვა პროდუქციას აწარმოებს, რომელიც მათ შორის რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საჭიროებების უზრუნველსაყოფად გამოიყენება.

მათივე ცნობით, საწარმოზე თავდასხმა მანამდეც არაერთხელ განხორციელდა, ამასთან, 2026 წლის მაისსა და ივლისში ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ნავთობის პირველადი გადამუშავების ერთი და იგივე დანადგარი დააზიანეს.

რეგიონის გუბერნატორმა გლებ ნიკიტინმა დაადასტურა, რომ უპილოტო საფრენი აპარატების ღამის თავდასხმის შემდეგ სამრეწველო საწარმო დაზიანდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პროკურატურის ახალი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა ₾26.3 მლნ ჯდება - რა ეტაპზეა პროექტი?

პროკურატურის ახალი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა ₾26.3 მლნ ჯდება - რა ეტაპზეა პროექტი?

BM.GE

„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ HOLM Developments-თან საერთაშორისო საინვესტიციო-დეველოპერული შეთანხმება გააფორმა

„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ HOLM Developments-თან საერთაშორისო საინვესტიციო-დეველოპერული შეთანხმება გააფორმა

BM.GE

2026 წლის იანვარ-ივლისში რეკორდული - ₾3.6 მილიარდის იპოთეკური სესხი გაიცა

2026 წლის იანვარ-ივლისში რეკორდული - ₾3.6 მილიარდის იპოთეკური სესხი გაიცა

BM.GE

თავშესაფარი მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „ზაქარას კეთილი მანქანის" მხარდაჭერას აგრძელებს

თავშესაფარი მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „ზაქარას კეთილი მანქანის" მხარდაჭერას აგრძელებს

BM.GE