მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ამ ტენდერებში არც იმდენად ბევრი კომპანია შემოდის - მინისტრი სკოლების გაჭიანურებულ რეაბილიტაციებზე
ამ ტენდერებში არც იმდენად ბევრი კომპანია შემოდის - მინისტრი სკოლების გაჭიანურებულ რეაბილიტაციებზე

ამ ტენდერებში არც იმდენად ბევრი კომპანია შემოდის - მინისტრი სკოლების გაჭიანურებულ რეაბილიტაციებზე

BM.GE28 მაისი, 2026, 20:00|bm.ge

განათლების მინისტრი, გივი მიქანაძე აცხადებს, რომ საჯარო სკოლების რეაბილიტაციის ათობით პროექტი, რომლებიც გაჭიანურებულია გამოწვეულია იმით რომ სამინისტროს "მემკვიდრეობით ერგო" ინფრასტრუქტურა, რომელიც "ათეულობით წლების განმავლობაში არ აშენებულა და არ განახლებულა". ამასთან, გივი მიქანაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დამსახურებაა, რომ მისი უწყების ბიუჯეტი ჯანდაცვის და ინფრასტრუქტურის სამინისტროების შემდეგ ზომით მესამეა.

ასევე, მინისტრმა განაცხადა, რომ სკოლების რეაბილიტაცია-მშენებლობების არაერთი საქმე პროკურატურაშია გაგზავნილი და სასამართლოში შესაბამისი პროცესი მიმდინარეობს.

"ყველაზე მეტად მტკივა თითოეული სკოლა, რომელიც არ არის აშენებული. არაერთი საქმე პროკურატურის მიერ შესწავლის პროცესშია, არაერთი საქმე სასამართლოშია, არავის არ მივცემთ უფლებას რომ სკოლის პროექტის დაგვიანება საზოგადოებაზე ნეგატიურად აისახოს. სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ მემკვიდროებად გვერგო ინფრასტრუქტურა, რომელიც ათეული წლების განმავლობაში არ აშენებულა და არ განახლებულა. ირაკლი კობახიძის პირადი დამსახურებაა პირველ რიგში ის, რომ ქვეყანაში უკვე მესამე წელიწადია განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის ბიუჯეტი არის ნომერ მესამე, ჯანდაცვის და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის შემდეგ.

არსებულ მიწის ნაკვეთებზე და იცით რომ დიდ ქალაქებში განსაკუთრებით თბილისში ძალიან ჭირს მიწის თავისუფალი ნაკვეთი იმისთვის, რომ ახალი სკოლები აშენდეს, მაგრამ მიუხედავად ამისა პრემიერის გადაწყვეტილებით და მხარდაჭერით და ინფრასტრუქტურის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ჩვენი სამინისტროს, რეგიონული სამინისტროს, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს და ყველა მონაწილე მხარის ერთობლივი ჩართულობით და თქვენთან კოორდინაციით იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ იმ ადგილებზე, სადაც უნდა მოხდეს შენობების დემონტაჟი, აშენდება იგივე მოცულობის, იგივე სართულიანობის შენობები იმისთვის, რომ შესაბამისი რაოდენობის ბავშვების დაკმაყოფილება იქნეს უზრუნველყოფილი.

ამ საკითხთან დაკავშირებით საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მთავრობის ინიციატივით, როგორც ჩემთვის ცნობილია, ინფრასტრუქტურის სამინისტრო უკვე საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატივით მოგვმართავს და მიღებული ცვლილებების საფუძველზე უკვე შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებიც დამტკიცდება და ჩვენ ვგეგმავთ, რომ ივნისის ბოლომდე ეს პროცესი უკვე დავასრულოთ იმისთვის, რომ მთელი ის პროცესი, რომელიც დაგეგმილია. მე მინდა დაგარწმუნოთ, რომ რამდენიმე ათეული სკოლის მშენებლობა და მთლიანი რეაბილიტაცია უკვე წელს არის დაგეგმილი. მათ შორის ის სკოლები, რომლებზეც არაერთ ჩვენს კოლეგას ძალიან განსაკუთრებული არაერთხელ, ჯერ კიდევ როდესაც პარლამენტის წევრი ვიყავი, თქვენგან ვიცი ეს სკოლები, ნამყოფიც ვარ ამ სკოლებში და აბსოლუტურად მონიშნული გვაქვს და ვიცით ამ სკოლების შესახებ და მონიშნულია როგორც ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრიორიტეტები. ამიტომ ეტაპობრივად ამ ყველაფერს გავაკეთებთ. ისიც უნდა იცოდეს საზოგადოებამ, არც იმდენად ბევრია კომპანია, რომელიც ამ ტენდერებში შემოდის და რაღაც ეტაპზე ჩვენ ამ კომპანიების კეთილსინდისიერებაზეც ვართ დამოკიდებული, თუმცა როდესაც ხარისხზე გვაქვს საუბარი ძალიან მკაცრი იქნება და ხორციელდება მონიტორინგი", - განაცხადა განათლების მინისტრმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 203 სტატია.

  • რეფორმა უმაღლესი განათლების სისტემაში - პრემიერ-მინისტრის მიერ დამტკიცებული ახალი დადგენილებით, სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების მოდელი დამტკიცდა. „ქრონიკის“ სიუჟეტიიმედი
  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, მას მდინარაძე დაიკავებსფორმულა
  • ამაღლობელის საქმე საჯაროდ და კერძო საუბრებში წამოვჭერით – ბრიტანელი მინისტრინეტგაზეთი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE