
12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, ნიშნავს, რომ კორუფციისკენ უბიძგებ - კობახიძე - Netgazeti
ირაკლი კობახიძის აზრით, თუ მინისტრს 12 000 ლარზე ნაკლები აქვს ხელფასი, ნიშნავს, რომ მას „უბიძგებ კორუფციისკენ“. მისივე მტკიცებით, 12 000 ლარი აუცილებლად უნდა ჰქონდეს მინისტრს ხელფასი.
კობახიძემ თქვა, რომ ანტიკორუფციულ ზომად განიხილება ზოგადად თანამდებობის პირების სათანადო ხელფასით უზრუნველყოფა.
„მინისტრებზეც სპეკულირებენ, რომ მინისტრს აქვს პენსიონერზე 30-ჯერ მეტი ხელფასი, თუ რამდენიც არის, ხომ?! სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ მინისტრს თუ მისცემ იმაზე ნაკლებ ხელფასს, რაც აქვს, რაც არის, ზუსტად არ ვიცი, ხელზე იღებენ ალბათ დაახლოებით 12 000 ლარს, ხომ, ახალი მაჩვენებლებით, 12 000-ზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, ეს ნიშნავს იმას, რომ უბიძგებ კორუფციისკენ… აბსურდია, როგორ შეიძლება მინისტრს ჰქონდეს, თან კერძო სექტორში ხელფასები არის რადიკალურად გაზრდილი. მინისტრი რა საქმესაც აკეთებს და რა პასუხისმგებლობაც აქვს მინისტრს, იმის ანალოგიურ პოზიციაზე კერძო სექტორში მას ექნებოდა დაახლოებით მინიმუმ 50 000 და 100 000 ლარი ხელფასი და ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ 12 000 ლარი მინისტრისთვის არის ბევრი, ნორმალურია ეს?! ხომ არ არის ბევრი“, – ამბობს კობახიძე.
მან ასევე თქვა, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში, „ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი საკუთარი სახსრებით საჯარო მოსამსახურეებს უფინანსებდა ხელფასებზე დანამატებს, რაც „ანტიკორუფციული ზომა იყო“.
იხილეთ ასევე:
პენსია 20-60 ლარით იზრდება, დეპუტატებისა და მინისტრების ხელფასი კი 1080-1350 ლარით; 70 წლამდე პირებისთვის პენსია 45 ლარით გაიზრდება და არა 20 ლარით
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge