მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „ამაში მე არ ჩავერევი“ - პრემიერი ელექტროსისტემის ხელმძღვანელობიდან ვანო ზარდიაშვილის გაშვებაზე
„ამაში მე არ ჩავერევი“ - პრემიერი ელექტროსისტემის ხელმძღვანელობიდან ვანო ზარდიაშვილის გაშვებაზე

„ამაში მე არ ჩავერევი“ - პრემიერი ელექტროსისტემის ხელმძღვანელობიდან ვანო ზარდიაშვილის გაშვებაზე

BM.GE3 აგვისტო, 2026, 20:27|bm.ge

პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ სახელმწიფო ელექტროსისტემის ხელმძღვანელის პოზიციიდან ვანო ზარდიაშვილის გათავისუფლების საკითხში თავად არ ჩაერევა და ეს გადაწყვეტილება ეკონომიკის სამინისტროში უნდა მიიღონ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძე სსე-ში ვანო ზარდიაშვილის საქმიანობას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ მისი დამსახურებით ელექტროსისტემამ დიდი თანხები დაზოგა.

„მე ვერ გეტყვით. ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უშუალოდ ეკონომიკის სამინისტროში მიიღება. ერთადერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ ვანო ზარდიაშვილის ხელმძღვანელობით ელექტროსისტემაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა. ჩვენ ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, ფაქტობრივად უამრავი თანხა დაიზოგა მისი ხელმძღვანელობით ელექტროსისტემაში, ძალიან ბევრი პროექტის ოპტიმიზაცია მოხდა, რის საფუძველზეც სახელმწიფო ეკონომიურად ახორციელებდა პროექტებს, შესაბამისად ვანო ზარდიაშვილთან დაკავშირებით მე მხოლოდ დადებითი შემიძლია ვთქვა. მისი საქმიანობა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში წარმატებული იყო, დანარჩენი ეკონომიკის სამინისტროში მიიღება ეს გადაწყვეტილება და ამაში მე არ ჩავერევი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ რაჭაში.

გავრცელებული ინფორმაციით, რაც BMG-ის რამდენიმე წყარომაც დაუდასტურა, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორი ვანო ზარდიაშვილი თანამდებობიდან მოხსნეს.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ვანო ზარდიაშვილის გადადგომა 24-25 ივლისს, მთელ საქართველოში, ელექტროენერგიის გათიშვას უკავშირდება. ამ მიზეზს წყაროები BMG-ის უდასტურებენ. ჩვენი ინფორმაციით, გადადგომის შესახებ განცხადება ვანო ზარდიაშვილმა პარასკევს, 31 აგვისტოს დაწერა და ამჟამად, ოფიციალურად, შვებულებაშია. სსე-ს დირექტორის პოსტიდან ვანო ზარდიაშვილის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია დღეს, სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამაც დაუდასტურა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პრემიერ

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 162 სტატია.

  • არჩევნებში დამარცხების შემდეგ შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი გადადგაფორმულა
  • პრემიერ-მინისტრი გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდაიმედი
  • პრემიერი: ცნება რუსოფობია არის ინსტრუმენტი რუსოფობიის წინააღმდეგ, მიზანია ჩანასახშივე მოვკლათ რუსოფობია; კვლავაც განვაგრძობთ პრაგმატული და ამასთან ერთად პრინციპული პოლიტიკის წარმოებას რუსეთთან მიმართებით, ეს არის ჩვენი დაპირება ქართველი ხალხის მიმართრუსთავი 2
  • ბესელია: ივანიშვილი სისტემას კობახიძე-მდინარაძის გავლენებისგან წმენდს - შემდეგი ალბათ თავად პრემიერი იქნებატვ პირველი
პრემიერ →

მსგავსი სტატიები

FED-მა ობლიგაციების ბაზარი დაამშვიდა

FED-მა ობლიგაციების ბაზარი დაამშვიდა

BM.GE

ჩინური AI ჯერ საშიშ დონემდე განვითარებული არ არის - Huawei

ჩინური AI ჯერ საშიშ დონემდე განვითარებული არ არის - Huawei

BM.GE

ქუთაისში სახელმწიფო ქონება 3.4 მლნ ლარად იყიდება|აუქციონი

ქუთაისში სახელმწიფო ქონება 3.4 მლნ ლარად იყიდება|აუქციონი

BM.GE

$1.7 მილიარდის საარბიტრაჟო დავები საქართველოს წინააღმდეგ|არსებობს თუ არა ჩინოვნიკების დასჯის საკანონმდებლო მექანიზმი?

$1.7 მილიარდის საარბიტრაჟო დავები საქართველოს წინააღმდეგ|არსებობს თუ არა ჩინოვნიკების დასჯის საკანონმდებლო მექანიზმი?

BM.GE