მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. არჩევნებში დამარცხების შემდეგ შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი გადადგა
არჩევნებში დამარცხების შემდეგ შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი გადადგა

არჩევნებში დამარცხების შემდეგ შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი გადადგა

ფორმულა|formulanews.ge

შვედეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ, ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი თანამდებობიდან გადადგა. მთავრობის მეთაურმა პარლამენტის (რიქსდაგის) სპიკერს ოფიციალური თხოვნით უკვე მიმართა, რომ გათავისუფლდეს პრემიერ-მინისტრის მოვალეობისგან.

არჩევნების შედეგების მიხედვით, მემარცხენე ოპოზიციურმა ბლოკმა მცირედი უპირატესობით გაიმარჯვა, რამაც მემარჯვენე-ცენტრისტული კოალიციის მმართველი უმრავლესობის დაკარგვა გამოიწვია.

როგორც კრისტერსონმა განაცხადა, შექმნილი ვითარება მნიშვნელოვნად აფერხებს ახალი მთავრობის სწრაფ ფორმირებას. არჩევნებამდე პარტიების მიერ გაკეთებული მკვეთრი და ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები შესაძლოა სერიოზულ ბარიერად იქცეს კოალიციური შეთანხმებების მიღწევის გზაზე.

"ახლა პარლამენტის სპიკერი გადადგამს ნაბიჯებს ახალი მთავრობის ფორმირებისკენ. არჩევნების შედეგებმა შესაძლოა საკმაოდ რთული პირობები შექმნა, ვინაიდან პარტიების განსხვავებული პოზიციები შეფერხებას წარმოადგენს ყველა შესაძლო ფორმაციისთვის. იმისთვის, რომ ეს პროცესი დაუყოვნებლივ დაიწყოს, მოვითხოვ პრემიერ-მინისტრის მოვალეობისგან გათავისუფლებას", — აღნიშნა ულფ კრისტერსონმა.

შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ოპოზიციურმა ძალებმა უპირატესობა მოიპოვეს, თუმცა მანდატების გადანაწილება ახალი უმრავლესობის შექმნას საკმაოდ კომპლექსურ პროცესად აქცევს.

ექს-პრემიერის თქმით, ახალი მთავრობის მეთაურის არჩევა, რომელსაც პარლამენტი დაუჭერს მხარს, პოლიტიკური ჯგუფებისგან მაქსიმალურ ღიაობასა და კომპრომისებს მოითხოვს.

ახალი კაბინეტის დამტკიცებამდე კრისტერსონი და მისი მთავრობა დროებით განაგრძობენ მოვალეობის შესრულებას.

უახლოეს დღეებში შვედეთის პარლამენტის სპიკერი კონსულტაციებს დაიწყებს არჩეული პარტიების ლიდერებთან, რათა გაარკვიოს, ვის აქვს ახალი მთავრობის დაკომპლექტებისა და საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვების რეალური შანსი.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 170 სტატია.

  • სამცხე-ჯავახეთის საგზაო ინფრასტრუქტურის ₾200-მილიონიან ტენდერში გამარჯვებული გამოვლენილია - მინისტრიBM.GE
  • ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, ატანას პეკანოვს შეხვდარუსთავი 2
  • ზელენსკი მოლდოვის პრემიერ-მინისტრს შეხვდატვ პირველი
  • 12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, ნიშნავს, რომ კორუფციისკენ უბიძგებ – კობახიძენეტგაზეთი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

კალასი: რუსეთის საერთაშორისო ფორუმებზე დაბრუნება ომის დანაშაულების ნორმალიზებას ნიშნავს

კალასი: რუსეთის საერთაშორისო ფორუმებზე დაბრუნება ომის დანაშაულების ნორმალიზებას ნიშნავს

ფორმულა

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ერთი ერი - ორი სახელმწიფო, შეცვლილი წონასწორობა - რისკები საქართველოსთვის?

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ერთი ერი - ორი სახელმწიფო, შეცვლილი წონასწორობა - რისკები საქართველოსთვის?

ფორმულა

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: "სუფთა ფურცელი" - ინდულიგენცია ისტორიის და პასუხიმგებლობის ანულირებისთვის?!

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: "სუფთა ფურცელი" - ინდულიგენცია ისტორიის და პასუხიმგებლობის ანულირებისთვის?!

ფორმულა

ზელენსკი: ჩვენი შორი მოქმედების სანქციების სამიზნე როსტოვის ოლქი გახდა

ზელენსკი: ჩვენი შორი მოქმედების სანქციების სამიზნე როსტოვის ოლქი გახდა

ფორმულა