მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Amazon-ის ღრუბლოვანი სერვისების შემოსავალი მესამე კვარტალში 39%-ით გაიზარდა
Amazon-ის ღრუბლოვანი სერვისების შემოსავალი მესამე კვარტალში 39%-ით გაიზარდა

Amazon-ის ღრუბლოვანი სერვისების შემოსავალი მესამე კვარტალში 39%-ით გაიზარდა

BM.GE31 ოქტომბერი, 2026, 03:00|bm.ge

Amazon-ის ღრუბლოვანი გამოთვლების მიმართულების (AWS) შემოსავალი 2026 წლის მესამე კვარტალში წლიურად 39%-ით გაიზარდა და $45.98 მილიარდი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ამ შედეგით კომპანიამ StreetAccount-ის ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ $45.29 მილიარდს გადააჭარბა.

Amazon-ის ანგარიშის თანახმად, ქვედანაყოფის საოპერაციო მოგება 55%-ით გაიზარდა და $17.77 მილიარდს გაუტოლდა, რაც ანალიტიკოსების მოლოდინს ასევე აღემატება. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ამ მაჩვენებლით, AWS-ზე Amazon-ის მთლიანი შემოსავლის თითქმის 23% მოვიდა, რაც რეკორდული წილია.

Amazon-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ენდი ჯასიმ განაცხადა, რომ ძირითადი გამოთვლითი და მონაცემთა შენახვის სერვისების შემოსავალი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი ტემპით იზრდება. მისი შეფასებით, AWS-ის ზრდის ტემპი 2021 წლის მეოთხე კვარტალის შემდეგ უმაღლეს ნიშნულზეა.

როგორც ირკვევა, ხელოვნურ ინტელექტზე გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, კომპანია მონაცემთა ცენტრების გაფართოებას და Nvidia-ს გრაფიკული პროცესორების შეძენასაც გეგმავს კომპანიის გრძელვადიან პერსპექტივაზე საუბრისას, ენდი ჯასიმ აღნიშნა, რომ დამატებითი სიმძლავრეებისა და ხელოვნური ინტელექტის ფუნქციონალის ხარჯზე, AWS-ის ზრდის ტემპმა 2027 და 2028 წლებში შესაძლოა 40%-ს გადააჭარბოს. მისი პროგნოზით, მომდევნო ხუთიდან ათ წელიწადში ღრუბლოვანი მიმართულება $1-ტრილიონიან ბიზნესად იქცევა.

ცნობისთვის, Amazon-მა ღრუბლოვანი სერვისების მიწოდება 2006 წელს დაიწყო, რითაც ისეთ კონკურენტებს გაუსწრო, როგორებიც Microsoft Azure-ი და Google Cloud-ი არიან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

BM.GE

2025 წელს საქართველოს მომსახურებით ვაჭრობა რეკორდული იყო - რას ვყიდით/ვყიდულობთ?

2025 წელს საქართველოს მომსახურებით ვაჭრობა რეკორდული იყო - რას ვყიდით/ვყიდულობთ?

BM.GE

Coinbase-ის წმინდა მოგება მესამე კვარტალში 66%-ით გაიზარდა

Coinbase-ის წმინდა მოგება მესამე კვარტალში 66%-ით გაიზარდა

BM.GE

ევროკომისიამ თავდაცვის პროექტებისა და უკრაინის მხარდაჭერისთვის €21.3 მილიარდი გამოყო

ევროკომისიამ თავდაცვის პროექტებისა და უკრაინის მხარდაჭერისთვის €21.3 მილიარდი გამოყო

BM.GE