მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?
ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

BM.GE31 ოქტომბერი, 2026, 03:40|bm.ge

მომავალი კვირის მთავარი მოვლენა, უდავოდ, აშშ-ის შუალედური არჩევნები იქნება, სადაც გადაწყდება ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს რესპუბლიკელები გააკონტროლებენ, თუ დემოკრატები. ანალიტიკოსების პროგნოზით, დემოკრატიულ პარტიას წარმატების უფრო დიდი შანსი აქვს, ვიდრე პრეზიდენტი ტრამპის პოლიტიკურ გუნდს.

ამასთან, მომავალი კვირა გამორჩეულად დატვირთული იქნება უმსხვილესი კომპანიების ფინანსური შედეგების გასაჯაროების მიმართულებით. კერძოდ, თავიანთ შედეგებს გაგვაცნობენ ტექნოლოგიური გიგანტები: Apple, AMD, Arm, Qualcomm, Palantir და Sony.

გარდა ამისა, მომდევნო დღეებში ვიხილავთ ენერგეტიკული კომპანიების, სამომხმარებლო ინდუსტრიის გიგანტების და სამედიცინო კომპანიების შედეგებს, კერძოდ: Toyota, Berkshire Hathaway, McDonald's, Novo Nordisk, Uber, Amgen, Shopify, Pfizer, Marriott და Moderna.

ამასთან, მომდევნო დღეებში გავეცნობით აშშ-ის უმუშევრობის, ინფლაციის და გაყიდვების უახლეს სტატისტიკას. ხოლო ევროპის მიმართულებით ინვესტორების ფოკუსში სამომხმარებლო ფასების ახალი მონაცემები იქნება.

ყველაფერთან ერთად, არ არის გამორიცხული, რომ სწორედ მომავალ კვირას პრეზიდენტმა ტრამპმა ირანის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაცია დაიწყოს, რომელსაც უკვე დიდი ხანია აანონსებს.

რაც შეეხება საქართველოს, სტატისტიკის ეროვნული სამსახური შემდეგ მონაცემებს გაასაჯაროებს:

• სამომხმარებლო ფასების ინდექსი (2026 წლის ოქტომბერი) • მშენებლობის ღირებულების ინდექსი (2026 წლის სექტემბერი) • სამართლებრივი სფეროს მაჩვენებლები, დანაშაულების და სხვა სამართალდარღვევების სტატისტიკა (2026 წლის I-III კვარტალი)

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რა შეცვალა სურსათის გაიაფების დაპირებამ?|ფასები კვლავ იზრდება, თუმცა - შედარებით ნელი ტემპით

რა შეცვალა სურსათის გაიაფების დაპირებამ?|ფასები კვლავ იზრდება, თუმცა - შედარებით ნელი ტემპით

BM.GE

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

BM.GE

2025 წელს საქართველოს მომსახურებით ვაჭრობა რეკორდული იყო - რას ვყიდით/ვყიდულობთ?

2025 წელს საქართველოს მომსახურებით ვაჭრობა რეკორდული იყო - რას ვყიდით/ვყიდულობთ?

BM.GE

Amazon-ის ღრუბლოვანი სერვისების შემოსავალი მესამე კვარტალში 39%-ით გაიზარდა

Amazon-ის ღრუბლოვანი სერვისების შემოსავალი მესამე კვარტალში 39%-ით გაიზარდა

BM.GE