მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Amazon-მა 14 მილიარდი კანადური დოლარის ღირებულების ობლიგაციები გამოუშვა
Amazon-მა 14 მილიარდი კანადური დოლარის ღირებულების ობლიგაციები გამოუშვა

Amazon-მა 14 მილიარდი კანადური დოლარის ღირებულების ობლიგაციები გამოუშვა

BM.GE11 ივნისი, 2026, 04:05|bm.ge

წამყვანმა ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანია Amazon-მა კანადის ბაზარზე რეკორდული მოცულობის, 14 მილიარდი კანადური დოლარის ($10.04 მლრდ.) ღირებულების ობლიგაციები გამოუშვა.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, არსებული ინფორმაციით, ამ მასშტაბის ტრანზაქცია კანადის კორპორაციული ფასიანი ქაღალდების ბაზრის ისტორიაში არასდროს განხორციელებულა

როგორც გამოქვეყნებული ინფორმაციით დგინდება, ხუთი ნაწილისგან შემდგარი ფასიანი ქაღალდების დაფარვის ვადები 2029-დან 2056 წლამდე პერიოდით განისაზღვრა. იმ ვადიანი ობლიგაციების განაკვეთი, რომლებიც 2029 წლამდე უნდა დაიფაროს კანადის მთავრობის სახაზინო ვალდებულებებზე 40 საბაზისო პუნქტით მაღალია.

როგორც ირკვევა, Amazon-ის გადაწყვეტილება, კანადაში გამოეშვა ობლიგაციები, უკავშირდება ფაქტს, რომ ამ ბაზარზე უცხოურ მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიებს იაფი სასესხო ხარჯების გაღება უწევთ, ინვესტორთა დაინტერესება კი მუდმივად მაღალია. Amazon-ში განმარტავენ, რომ ტრანზაქციების მსგავსი სერია მიზნად დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციას ისახავს. მოზიდულ კაპიტალ კი კორპორაცია ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურისა და მონაცემთა ცენტრების განვითარებას მოახმარს.

შეგახსენებთ, რომ აქამდე კანადის ბაზარზე სარეკორდო მოცულობის ობლიგაციების განთავსებით პირველ ადგილს კომპანია Alphabet-ი იკავებდა. გასულ თვეს ამერიკულმა კორპორაციამ 8.5 მილიარდი კანადური დოლარის ობლიგაციები გამოუშვა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE