მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Amazon-მა Starlink-ის კონკურენტზე მუშაობა დაასრულა
Amazon-მა Starlink-ის კონკურენტზე მუშაობა დაასრულა

Amazon-მა Starlink-ის კონკურენტზე მუშაობა დაასრულა

BM.GE7 ივლისი, 2026, 05:00|bm.ge

ჯეფ ბეზოსის ტექნოლოგიური გიგანტის, Amazon-ის სატელიტური ინტერნეტის შვილობილმა კომპანია Leo-მ ორბიტაზე დამატებით 29 თანამგზავრი გაუშვა და დააანონსა, რომ მიმდინარე წელს ინტერნეტსერვისის ამოქმედებას დაიწყებს.

როგორც ირკვევა, ახალი მისიის შემდეგ აპარატების საერთო რაოდენობამ 396 ერთეულს მიაღწია. ეს მოცულობა კი საკმარისია საწყის განედებზე უწყვეტი მომსახურების უზრუნველყოფისთვის.

ამჟამინდელი ცნობებით, Amazon-ის Leo შეზღუდული სერვისით თავდაპირველად მხოლოდ აშშ-ის ბაზარზე გამოჩნდება, სამომავლო გეგმები კი ჯერჯერობით არ კონკრეტდება. თუმცა ცნობილია, რომ ბეზოსის მიზანი სატელიტური ინტერნეტის სერვისის გლობალურად მიწოდებაა.

აღსანიშნავია, რომ ბაზარზე ამჟამად დიდი კონკურენცია არ არის, რადგან სატელიტური ინტერნეტის ინდუსტრიას, მეტწილად ბეზოსი კონკურენტის, ილონ მასკის კომპანია Starlink-ი აკონტროლებს. ამჟამად მას ორბიტაზე დაახლოებით 10,000 თანამგზავრი ჰყავს გაშვებული და ინტერნეტს 150-ზე მეტ ქვეყანას აწვდის. მასკის კომპანია საავიაციო სექტორისთვის ინტერნეტის მიწოდების კუთხითაც დომინირებს, რადგან ხელშეკრულებები 200-ზე მეტ ავიაკომპანიასთან აქვს გაფორმებული. Starlink-ის პარტნიორებს შორის არიან: United Airlines-ი, Air France-ი, Alaska Airlines-ი და British Airways-ი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კვოტირება არასწორად იყო, აბიტურიენტების ინტერესები არ გაითვალისწინეს - განათლების ექსპერტი

კვოტირება არასწორად იყო, აბიტურიენტების ინტერესები არ გაითვალისწინეს - განათლების ექსპერტი

BM.GE

ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მეტად/ნაკლებად ინარჩუნებენ ფასს - TOP 5

ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მეტად/ნაკლებად ინარჩუნებენ ფასს - TOP 5

BM.GE

"ექსკლუზიურ კოლექციებზე მოთხოვნა გაიზარდა" - „ჰამო“ ინდივიდუალური შეკვეთების მიმართულებას აძლიერებს

"ექსკლუზიურ კოლექციებზე მოთხოვნა გაიზარდა" - „ჰამო“ ინდივიდუალური შეკვეთების მიმართულებას აძლიერებს

BM.GE

მსოფლიოს 10 უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია

მსოფლიოს 10 უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია

BM.GE