
Amazon-მა სტარტაპ Decart-ის $7 მილიარდად შეძენა გადაწყვიტა
ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია Amazon-ი ხელოვნური ინტელექტის სფეროში მომუშავე სტარტაპის, Decart-ის $7 მილიარდად შეძენას გეგმავს. CNBC-ის ინფორმაციით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს და გარიგება შესაძლოა უახლოეს მომავალში გაფორმდეს.
ცნობისთვის, Decart-მა შექმნა სპეციალური AI-მოდელი Lucy, რომელსაც ვიდეოების რეალურ დროში რედაქტირება შეუძლია. ამ მოდელს ფინანსურ მხარდაჭერას Nvidia უწევს. ამას გარდა, სტარტაპმა შეიმუშავა ტექნოლოგია Oasis-ი, რომელიც ავტონომიური მართვის სისტემების შესამოწმებლად სიმულირებულ გარემოს აგენერირებს და საათში მილიარდობით სიმულაციას ახორციელებს.
რაც შეეხება ფინანსურ მონაცემებს, მიმდინარე წლის მაისში სტარტაპის შეფასებამ $4 მილიარდი შეადგინა. პარალელურად, კომპანიამ მოიზიდა $300 მილიონი, სადაც ახალ ინვესტორებს შორის Nvidia-ც ფიგურირებდა. საყურადღებოა, რომ გასულ თვეს სტარტაპის $6 მილიარდად შეძენას კომპანია Anthropic-იც გეგმავდა, თუმცა ფინანსური შემოწმების შემდეგ გარიგება ჩაიშალა.
როგორც ჩანს, Decart-ის შესყიდვით უფრო მეტად დაინტერესებული Amazon-ი აღმოჩნდა, რომელიც ახლა მზადაა სტარტაპში $7 მილიარდი გადაიხადოს.
BM.GE
წყარო: bm.ge