
"ამბასადორი ბათუმი აილენდი" ქვიშა-ხრეშის ულიცენზიოდ მოპოვებისთვის ბიუჯეტში ₾730 ათასს გადაიხდის | განკარგულება
„ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 559 741 მ³-ის მოცულობის ქვიშა-ხრეშს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გარეშე მოიპოვებს. ამას ითვალისწინებს მთავრობის 2 461-ე განკარგულება, რომლითაც კომპანია ლიცენზიისგან 1 წლით გათავისუფლდა.
ჭარნალისა და თხილნარის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოპოვებული ქვიშა-ხრეში „ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ ბათუმში, შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური ნახევარკუნძულის მოსაწყობად უნდა გამოიყენოს. ამისთვის კი განკარგულების ამოქმედებიდან 1 თვის განმავლობაში ბიუჯეტში 730 097 ლარი უნდა გადაიხადოს.
დოკუმენტის მიხედვით, კომპანიამ მოპოვებული რესურსის ზუსტი ოდენობის შესახებ ინფორმაცია, მოპოვების ვადის ამოწურვიდან 2 კვირის ვადაში, წიაღის ეროვნულ სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს უნდა წარუდგინოს.
BM.GE
წყარო: bm.ge