მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ლარის სესხების ნაწილი გაიაფდა - როგორ შეიცვალა საპროცენტო განაკვეთები კრედიტებზე?
ლარის სესხების ნაწილი გაიაფდა - როგორ შეიცვალა საპროცენტო განაკვეთები კრედიტებზე?

ლარის სესხების ნაწილი გაიაფდა - როგორ შეიცვალა საპროცენტო განაკვეთები კრედიტებზე?

BM.GE22 ოქტომბერი, 2026, 22:37|bm.ge

ლარში გაცემული ცალკეული კატეგორიის სესხებზე განაკვეთებმა რისკის პრემიების შემცირების შედეგად დაიკლო, მოკლევადიან სესხებზე კი მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გავლენით გაიზარდა. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის თანახმად, საპროცენტო განაკვეთები ლარის გრძელვადიანი ტიპის სესხებზე შემცირდა. საუბარია ძირითადად იპოთეკურ კრედიტებზე, რაზედაც აგვისტოს მდგომარეობით საპროცენტო განაკვეთი წლიურად 1,7%-ით, 11,41%-მდე იყო შემცირებული. რაც შეეხება მოკლევადიანი ტიპის სესხებს, ამ შემთხვევაში საპროცენტო განაკვეთები პირიქით მცირედით გაიზარდა და აგვისტოს მდგომარეობით 18%-ს გადააჭარბა.

როგორც ცენტრალური ბანკი აღნიშნავს, საპროცენტო განაკვეთების კლებამ ქვეყანაში იპოთეკური დაკრედიტება დააჩქარა. ეს ოფიციალურ სტატისტიკაშიც კარგად ჩანს. წელს 8 თვეში იპოთეკური სესხების პორტფელი 47%-ით, 4,1 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში ბანკებმა 22%-ით მეტი, 39,714 ახალი იპოთეკური სესხი გასცეს.

ეროვნული ბანკი ელის, რომ გლობალურად საპროცენტო განაკვეთების ზრდის ეფექტი ადგილობრივ ფინანსურ ბაზრებზეც ეტაპობრივად აისახება და უცხოურ ვალუტაში ფინანსურ პირობებს გაამკაცრებს. შესაბამისად მოლოდინია, რომ სავალუტო სესხები საქართველოშიც გაძვირდება.

თუ მიმდინარე სტატისტიკას შევხედავთ, წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთები უცხოური ვალუტის სესხებზე თითქმის იმავე დიაპაზონშია, როგორც წინა წელს და აგვისტოს მდგომარეობით 9,31%-ს შეადგენდა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, აგვისტოში საკრედიტო პორტფელის წლიურმა ზრდამ 14.8% შეადგინა. მარეგულირებლის განმარტებით, დაკრედიტების ზრდის ტემპის ბოლო პერიოდში დაჩქარება ნაწილობრივ საბაზო ეფექტს უკავშირდება, რადგან გასული წლის შესაბამის პერიოდში საკრედიტო აქტივობა, მათ შორის მსხვილი სესხების სხვა სავალო ინსტრუმენტებით ჩანაცვლების გამო, შენელებული იყო, თუმცა ეროვნული ბანკის შეფასებით, ამ ფაქტორის გამორიცხვის შემთხვევაშიც დაკრედიტება მზარდია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ქვეყნები, სადაც ადამიანები ყველაზე ადრე/გვიან გადიან პენსიაში

ქვეყნები, სადაც ადამიანები ყველაზე ადრე/გვიან გადიან პენსიაში

BM.GE

Meta-ს შემოსავალმა $64.6 მილიარდს, Muse-ს მომხმარებლებმა კი 10 მილიონს მიაღწია

Meta-ს შემოსავალმა $64.6 მილიარდს, Muse-ს მომხმარებლებმა კი 10 მილიონს მიაღწია

BM.GE

რატომ ვერ გააიაფა "დიზელის შეთანხმებამ" საწვავი?

რატომ ვერ გააიაფა "დიზელის შეთანხმებამ" საწვავი?

BM.GE

ნოემბრიდან, რუსეთი ქართული რძის 2 საწარმოს ბაზარზე დაუშვებს - "როსსელხოზნადზორი"

ნოემბრიდან, რუსეთი ქართული რძის 2 საწარმოს ბაზარზე დაუშვებს - "როსსელხოზნადზორი"

BM.GE