მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „ამბოლი“ „ვისოლ ავტო ექსპრესის“ აქტივებს ყიდულობს - კონკურენციის სააგენტომ თანხმობა გასცა
„ამბოლი“ „ვისოლ ავტო ექსპრესის“ აქტივებს ყიდულობს - კონკურენციის სააგენტომ თანხმობა გასცა

„ამბოლი“ „ვისოლ ავტო ექსპრესის“ აქტივებს ყიდულობს - კონკურენციის სააგენტომ თანხმობა გასცა

BM.GE1 მაისი, 2026, 14:23|bm.ge

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „ამბოლის“ მიერ შპს „ვისოლ ავტო ექსპრესის“ აქტივების შეძენის გზით განსახორციელებელ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა.

კომპანიები ავტო-პროდუქტებით ვაჭრობის სფეროში საქმიანობენ. სააგენტოს თანახმად, განსახილველი კონცენტრაციის შესაფასებლად ყურადღება გამახვილდა საავტომობილო აკუმულატორების, საბურავებისა და ზეთების ბაზრების შეფასებაზე.

სააგენტოს თანახმად, კონცენტრაცია ეფექტიანი კონკურენციის არსებით შეზღუდვას არ იწვევს.

უფრო დეტალურად, შპს „ამბოლი“ გეგმავს შპს „ვისოლ ავტო ექსპრესის“ აქტივებისა და მარაგების შეძენას, ბრენდებთან შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმებას, ასევე ვისოლის ობიექტებზე ავტოპროდუქტებით ვაჭრობისა და ავტოსერვისებით მომსახურე ობიექტების განვითარებას. ძირითადი მიზანია შპს „ამბოლის“ მიერ ავტოპროდუქტებით ვაჭრობისა და ავტოსერვისების სექტორში საკუთარი პოზიციების გაძლიერება, საბაზრო წილის გაზრდა და მომხმარებლისთვის შეთავაზებული პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოება.

"2025 წელს, ქვეყნის მასშტაბით, საავტომობილო საბურავების ბაზრის იმპორტის დონეზე ეკონომიკურ საქმიანობას 138 ეკონომიკური აგენტი ახორციელებდა. ბაზრის საერთო მოცულობამ 190 730 782 ლარი შეადგინა (საბაჟო ღირებულება). შესაბამისი ბაზრის კონცენტრაციის ინდექსი (HHI) კონცენტრაციის განხორციელებამდე 1293.3 ერთეული იყო, ხოლო კონცენტრაციის განხორციელების შემდგომ 1334.2 ერთეულამდე გაიზრდება. შესაბამისად, ინდექსის ცვლილება - ΔHHI = 40.9 ერთეულს შეადგენს.

საავტომობილო ზეთების შესაბამისი ბაზრის იმპორტის დონეზე 2025 წელს ქვეყნის მასშტაბით ეკონომიკურ საქმიანობას 245 ეკონომიკური აგენტი ახორცილებდა. ბაზრის ჯამურმა მოცულობამ 149 894 366 ლარი შეადგინა (საბაჟო ღირებულება). შესაბამისი ბაზრის კონცენტრაციის ინდექსი (HHI) კონცენტრაციის განხორციელებამდე 309.5 ერთეული იყო, კონცენტრაციის განხორციელების შემდგომ კი იგი 343.3 ერთეულამდე გაიზრდება. ინდექსის ცვლილება - ΔHHI = 33.8 ერთეულს შეადგენს.

რაც შეეხება საავტომობილო აკუმულატორებს, იმპორტის დონეზე 2025 წელს ქვეყნის მასშტაბით ეკონომიკურ საქმიანობას 119 ეკონომიკური აგენტი ახორცილებდა. ბაზრის მოცულობამ 69 623 714 ლარი შედგინა (საბაჟო ღირებულება). შესაბამისი ბაზრის კონცენტრაციის ინდექსი (HHI) კონცენტრაციის განხორციელებამდე გაუტოლდა 1344.3 ერთეულს, რომელიც კონცენტრაციის განხორციელების შემდგომ 1551.4 ერთეულამდე გაიზრდება. ინდექსის ცვლილების მაჩვენებელი - ΔHHI = 207.1 ერთეული იქნება.

ანალიზის თანახმად, საავტომობილო ზეთების ბაზარი იმპორტის დონეზე დაბალკონცენტრირებულია, ამასთან, დაბალია ბაზრის კონცენტრაციის ინდექსის ცვლილების მაჩვენებელი (ΔHHI). რაც შეეხება საავტომობილო საბურავებისა და აკუმულატორების ბაზრებს, იმპორტის დონეზე ორივე მათგანი ზომიერად კონცენტრირებულია და კონცენტრაციის ინდექსი მცირედით აღემატება დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელს. ბაზრის კონცენტრაციის ინდექსის ცვლილების მაჩვენებელი (ΔHHI) ორივე შემთხვევაში 250-ზე ნაკლებია, შესაბამისად კონცენტრაცია ეფექტიანი კონკურენციის არსებით შეზღუდვას არ იწვევს.

2026 წელს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ თანხმობა გასცა 5 კონცენტრაციაზე",- აღნიშნავენ სააგენტოში.

სამეწარმეო ამონაწერის თანახმად, შპს „ამბოლის“ დირექტორი ჯონი შალამბერიძეა. მის 90%-ს სს საქართველოს კაპიტალი ფლობს, ხოლო 10%-ს დავით ჭანტურია.

შპს „ვისოლ ავტო ექსპრესის“ დირექტორი ნიკოლოზ ხოდელია, მესაკუთრე კი სს ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გამოკითხული კომპანიების 34% ელის II კვარტალში დასაქმებულთა ზრდას - BAG ინდექსი

გამოკითხული კომპანიების 34% ელის II კვარტალში დასაქმებულთა ზრდას - BAG ინდექსი

BM.GE

"სახელმწიფო არის ჭარბი მოსავლის შეძენის გარანტია" - დავით სონღულაშვილი

"სახელმწიფო არის ჭარბი მოსავლის შეძენის გარანტია" - დავით სონღულაშვილი

BM.GE

აშშ-მა ჩერნობილის დამცავი თაღის აღსადგენად $100 მილიონი გამოყო

აშშ-მა ჩერნობილის დამცავი თაღის აღსადგენად $100 მილიონი გამოყო

BM.GE

"ყველა ვთანხმდებით, რომ ვაჭრობის სფეროს სჭირდება რეგულაცია" - ილია ინჯია

"ყველა ვთანხმდებით, რომ ვაჭრობის სფეროს სჭირდება რეგულაცია" - ილია ინჯია

BM.GE