
ამბოლში შავი პარასკევის აქციები იწყება
19 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, ამბოლში შავი პარასკევის სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს. მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ ფასდაკლებებით ავტომობილისთვის საჭირო სხვადასხვა კატეგორიის პროდუქტებზე და ზამთრის სეზონისთვის მზადება გაიმარტივონ.
აქციის ფარგლებში მომხმარებლებს ელოდებათ შემდეგი შეთავაზებები:
• 30%-იანი ფასდაკლება Toyo-ს, Yokohama-სა და Dunlop-ის ზამთრის საბურავებზე; • 20%-იანი ფასდაკლება ყველა სხვა ბრენდის ზამთრისა და ყველა სეზონის საბურავებზე, C კატეგორიის ჩათვლით; • 30%-იანი ფასდაკლება Duracell-ის, Monbat-ის, Eurokraft-ისა და Spark-ის აკუმულატორებზე; • 30%-იანი ფასდაკლება Eni-ს, Lubex-ისა და Total-ის ძრავის ზეთებზე; • 30%-იანი ფასდაკლება ყველა ბრენდის სამუხრუჭე ხუნდებსა და დისკებზე; • 30%-იანი ფასდაკლება Osram-ისა და Wolfram-ის ნათურებსა და Heyner-ის მინამწმენდებზე.
26 ნოემბერს კი, საქართველოს ბანკთან ერთად, მომხმარებლებს კიდევ უფრო განსაკუთრებული შეთავაზება ელოდებათ: არსებულ ფასდაკლებებთან ერთად გადახდილი თანხის 20% დაგიბრუნდებათ საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით გადახდისას. (მინიმუმ 400 ლარის გადახდის შემთხვევაში, მაქსიმუმ 500 ლარი)
ამბოლი მომხმარებლებს შეახსენებს, რომ ზამთრის საბურავებისთვის დადგენილი რეგულაციის მიხედვით, ზამთრის პერიოდში (1 დეკემბერი – 1 მარტი) მსუბუქ და ნახევრად სატვირთო ავტომობილებს სავალდებულოა, ჰქონდეთ ზამთრის საბურავები.
საბურავზე აუცილებელია ფიფქის სიმბოლო (3PMSF), რომელიც ადასტურებს, რომ საბურავი განკუთვნილია თოვლიან და ყინულიან გზაზე უსაფრთხოდ მოძრაობისთვის. აღნიშნული მარკირება ყველა ზამთრის და ასევე ყველა სეზონის (M/S) საბურავების გარკვეულ ნაწილს აქვს.შავი პარასკევის შეთავაზებები იმოქმედებს ამბოლის 30-ვე ფილიალში, ასევე - ონლაინ მაღაზიაში amboli.ge.
BM.GE
წყარო: bm.ge