მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. 10 ათასი ლარის მისაღებად სამინისტრო დევნილების მონიტორინგს იწყებს - Netgazeti
10 ათასი ლარის მისაღებად სამინისტრო დევნილების მონიტორინგს იწყებს - Netgazeti

10 ათასი ლარის მისაღებად სამინისტრო დევნილების მონიტორინგს იწყებს - Netgazeti

ნეტგაზეთი27 ოქტომბერი, 2026, 11:17|netgazeti.ge

დევნილებისთვის ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, დევნილი ოჯახების მონიტორინგის პროცესი იწყება.

ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი და დევნილთა სააგენტოს დირექტორი დავით კაიკაციშვილი სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებს შეხვდნენ და დეტალური ინსტრუქცია გააცნეს.

უწყების ცნობითვე, საწყის ეტაპზე, რიგითობის შესაბამისად, განაცხადების მიღების პირველ დღეს შემოსული დოკუმენტაცია დამუშავდა და გადამოწმების მიზნით დევნილთა სააგენტოს მონიტორინგის სამსახურს გადაეცა.

“დღეიდან მონიტორინგის ჯგუფები მუშაობას მთელი საქართველოს მასშტაბით იწყებენ. მოკვლეული მასალა გადაწყვეტილების მისაღებად დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას გადაეცემა, რის შემდეგაც კომპენსაციების გაცემის ეტაპი დაიწყება”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

პარალელურ რეჟიმში, როგორც უწყებაში აცხადებენ, პროგრამაში ჩართვის მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება 2 ნოემბრის ჩათვლით გრძელდება.

ოფიციალური ცნობით, მიმდინარე წელს დევნილთა ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფისთვის 58 მილიონი ლარია გამოყოფილი.

დევნილთა ფულადი კომპენსაციის პროგრამაში ჩართვის მსურველებს განაცხადის შეტანა 19 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით შეეძლებათ. განცხადებები ქვეყნის მასშტაბით მდებარე იუსტიციის სახლებში მიიღება.

დევნილთა სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამა ნებაყოფლობითია და მასში მონაწილეობა შეუძლია დევნილ ოჯახს, რომელსაც სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართი ან შესაბამისი კომპენსაცია არ მიუღია. კომპენსაციის ოდენობა დევნილის სტატუსის მქონე ოჯახის თითოეულ წევრზე 10 000 ლარია. თანხა განაცხადების მიღების რიგითობისა და პროგრამისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო რესურსის გათვალისწინებით გაიცემა. სააგენტოს ცნობით, პროგრამისთვის 2026 წლის ბიუჯეტში 58 მილიონი ლარია გათვალისწინებული, მომდევნო წლებში კი დაფინანსება გაიზრდება. კომპენსაციის გაცემა საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობისა და „სოფლად სახლის“ შესყიდვის პროგრამის პარალელურად გაგრძელდება.

დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა საქართველოში წლების განმავლობაში გადაუჭრელ პრობლემად რჩება. სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2024 წლის ბოლოს საქართველოში 96 130 დევნილი ოჯახი იყო რეგისტრირებული. მათგან 48 640 ოჯახი გრძელვადიანად იყო განსახლებული, ხოლო 43 792 ოჯახს საცხოვრებლის მიღებაზე განაცხადი ჰქონდა შევსებული და გადაწყვეტილებას ელოდებოდა.

საცხოვრებლის მიღების მოლოდინი განსაკუთრებით მწვავეა იმ ოჯახებისთვის, რომლებიც ავარიულ ან საცხოვრებლად შეუსაბამო შენობებში ცხოვრობენ.

„ჩემი ორი კლიენტი ბინის მიღებას ვეღარ მოესწრო“ – ადვოკატი, რომელიც დევნილებს ეხმარება

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აფხაზეთში „არასასურველი უცხო ქვეყნის მოქალაქის“ სტატუსს შემოიღებენ

აფხაზეთში „არასასურველი უცხო ქვეყნის მოქალაქის“ სტატუსს შემოიღებენ

ნეტგაზეთი