მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ამერიკელი მუსიკოსი ოლივერ თრი ბრაზილიაში ავიაკატასტროფას ემსხვერპლა
ამერიკელი მუსიკოსი ოლივერ თრი ბრაზილიაში ავიაკატასტროფას ემსხვერპლა

ამერიკელი მუსიკოსი ოლივერ თრი ბრაზილიაში ავიაკატასტროფას ემსხვერპლა

BM.GE15 ივნისი, 2026, 02:00|bm.ge

ცნობილი ამერიკელი მუსიკოსი, ოლივერ თრი ბრაზილიაში მომხდარ ავიაკატასტროფას ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, რიო-დე-ჟანეიროს დასავლეთ გარეუბანში ერთმანეთს ორი ვერტმფრენი შეეჯახა. ინციდენტის შედეგად კი ბორტზე მყოფი ექვსივე ადამიანი დაიღუპა. პოლიციის განცხადებით, მგზავრებს შორის იმყოფებოდა 32 წლის არტისტიც, რომელიც ქვეყანაში მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ჩავიდა.

რაც შეეხება ინციდენტის დეტალებს, როგორც ხდება ცნობილი, ორიდან ერთ შვეულმფრენში ოლივერი, ასევე არგენტინელი იუთუბერი Gaspi და 3 სხვა ადამიანი პირი იმყოფებოდნენ, მეორე ვერტმფრენს კი ერთი პილოტი მართავდა. მეხანძრეების ცნობით, ჰაერში შეჯახების შემდეგ ერთ-ერთი ვერტმფრენი ავტოსადგომზე ჩამოვარდა. მომხდარმა 20-მდე ავტომობილის აალებაც გამოიწვია.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მძიმე დამწვრობების გამო ცხედრების ოფიციალურად იდენტიფიცირება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ამჟამად კატასტროფის გამომწვევი მიზეზების დასადგენად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ ოლივერ თრი 7 კონტინენტის 30 ქვეყანაში 70-ზე მეტი კონცერტის ჩატარებას გეგმავდა. ავიაკატასტროფამდე რამდენიმე დღით ადრე, კერძოდ კი 4 ივნისს, არტისტმა ბუენოს-აირესში იმღერა. გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე კი მომღერალმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც ბრაზილიის ერთ-ერთ უბანში ფეხბურთს თამაშობდა.

ცნობისთვის, ალტერნატიული მუსიკის შემსრულებელი მსმენელმა ისეთი წარმატებული სინგლებით გაიცნო, როგორებიცაა "Life Goes On", "Miss You" და "Alien Boy" გაიცნო. 2024 წელს იგი რობინ შულცთან ერთად Brit Award-ზე წარადგინეს, 2020 წელს კი 4-მეტრიანი სკუტერის შექმნით გინესის მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მუსიკოსს პლატფორმა Spotify-ზე ყოველთვიურად 11 მილიონზე მეტი მსმენელი ჰყავდა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ-ირანის სამშვიდობო შეთანხმების ფონზე, ამერიკული ნავთობის ფასი თითქმის 5%-ით შემცირდა

აშშ-ირანის სამშვიდობო შეთანხმების ფონზე, ამერიკული ნავთობის ფასი თითქმის 5%-ით შემცირდა

BM.GE

აშშ-მა და ირანმა სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიეს

აშშ-მა და ირანმა სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიეს

BM.GE

მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობები 1909-დან 2026 წლამდე

მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობები 1909-დან 2026 წლამდე

BM.GE

მომავალ თვეში Microsoft-ის Xbox-ი მასშტაბურ შემცირებებს განახორციელებს

მომავალ თვეში Microsoft-ის Xbox-ი მასშტაბურ შემცირებებს განახორციელებს

BM.GE