
ამერიკული მონაცემთა ცენტრები ქვეყნების და შტატების მოცულობის ელექტროენერგიის მოიხმარენ
ჰარვარდის უნივერსიტეტის ახალი კვლევის თანახმად, აშშ-ის მასშტაბით განთავსებული უმსხვილესი მონაცემთა ცენტრები ჯამურად იმდენივე ენერგიას მოიხმარენ, რამდენსაც ცალკეული შტატები და ქვეყნები.
როგორც ანალიტიკური ანგარიშიდან ირკვევა, 2024 წლის მაისიდან 2025 წლის აპრილამდე პერიოდში 403-მა ჰიპერმასშტაბურმა მონაცემთა ცენტრმა 82 ტერავატ-საათი ელექტროენერგია დახარჯა, რაც აშშ-ის მთლიანი მოხმარების 2%-ია და დაახლოებით დანიის ენერგომოხმარებას უტოლდება.
თუმცა აქ ისაა გასათვალისწინებელი, რომ 2025 წლის აპრილის შემდეგ აშშ-ში მოქმედი მსხვილი Data-ცენტრების რაოდენობა გაორმაგდა, დამატებით 2 000 ობიექტი კი დაგეგმვის ან მშენებლობის ეტაპზეა.
ცხადია, მონაცემთა ცენტრების მაღალი ენერგომოხმარება უშუალოდ უკავშირდება ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული სერვისების 24-საათიან მუშაობას.
ანალიტიკოსების შეფასებით, მონაცემთა ცენტრების სექტორი არნახული ტემპით იზრდება და 2040 წლისთვის ამ ტიპის შენობა-ნაგებობები პლანეტაზე ყველაზე მსხვილი ენერგომომხმარებელბი გახდებიან.
BM.GE
წყარო: bm.ge