
მასკმა ზელენსკი ტყუილში დაადანაშაულა და თქვა, რომ უკრაინის ომში Starlink-ის გამოყენება უნდა შეიზღუდოს
BM.GE|bm.ge
SpaceX-ის დამფუძნებელმა, ილონ მასკმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი Starshield-ის შეზღუდვებთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.
The New York Times-ის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ ზელენსკის განცხადებები სისტემის შენელების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.
შეგახსენებთ, მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ Starshield-ზე სიჩქარის შეზღუდვები მოქმედებდა. ზელენსკის თქმით, ეს პრობლემა ქვეყანას რუსული რაკეტებისა და დრონების მოგერიებას ურთულებს.
საპასუხოდ მასკმა განმარტა, რომ კომერციული Starlink-ი საბრძოლო მოქმედებებისთვის განკუთვნილი არ არის. ბიზნესმენის განცხადებით, SpaceX-მა კონფლიქტის დაწყებიდანვე Starlink-ის შეტევით ოპერაციებში ჩართვაზე უარი თქვა.
გაზიარება:
BM.GE
წყარო: bm.ge