მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ამერიკულმა საფონდო ბირჟამ ახალ რეკორდს მიაღწია
ამერიკულმა საფონდო ბირჟამ ახალ რეკორდს მიაღწია

ამერიკულმა საფონდო ბირჟამ ახალ რეკორდს მიაღწია

BM.GE28 აპრილი, 2026, 16:55|bm.ge

უოლ-სტრიტზე დაწყებული აღმასვლის ტენდენცია ისევ გრძელდება - ამერიკულმა საფონდო ბირჟამ ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. კერძოდ, ძირითადი ინდექსის, S&P 500-ის მაჩვენებელმა 7,173 პუნქტე ავიდა, რაც ისტორიული მაქსიმუმია.

რეკორდული შედეგი აქვს Nasdaq-ის ტექნოლოგიურ ინდექსსაც, რომელიც ამჟამად 24,887-იან ნიშნულზე იმყოფება, რაც მსხვილი კომპანიების მკვეთრი ზრდით არის განპირობებული, მათ შორის ახალი რეკორდული შედეგების დაფიქსირება შეძლეს NVIDIA-მ და Google-მა.

ბირჟის აღმასვლის მიზეზს რაც შეეხება - ის, პირველ რიგში, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დასრულების მოლოდინს და მსხვილი კომპანიების მიერ წარმოდგენილ ფინანსურ შედეგებს უკავშირდება, რომლებმაც ინვესტორების მოლოდინებს გადააჭარბეს და რეკორდული შემოსავლების მიღება შეძლეს.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ მიმდინარე კვირას Google, Amazon, Apple, Meta, Microsoft და Eli Lilly თავიანთ ფინანსურ შედეგებს წარმოადგენენ, რაც ბაზარზე პოზიტიურ მოლოდინებს აჩენს.

ამასთან, გაქარწყლებულია შიშები AI-ბუშტის გაჩენასთან დაკავშირებით, რადგან ტექნოლოგიური გიგანტები ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შემოსავლების მკვეთრად გაზრდას ახერხებენ, რაც უოლ-სტრიტის განწყობას პოზიტიურად ცვლის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE