მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია გადასული - თამარ იოსელიანი
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია გადასული - თამარ იოსელიანი

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია გადასული - თამარ იოსელიანი

BM.GE2 სექტემბერი, 2026, 02:46|bm.ge

"ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება უმნიშვნელოვანესია, რადგანაც ის მოგვცემს შესაძლებლობას, მივიღოთ უფრო მეტი ტვირთი და შავი ზღვის რეგიონში ჩვენი ქვეყანა კონკურენტუნარიანი გავხადოთ", - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი პორტის სამშენებლო სამუშაოებში მეორე დაღრმავებითი გემის ჩართვასთან დაკავშირებით.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თამარ იოსელიანი განმარტავს, რომ პროექტი გეგმის მიხედვით ვითარდება და სამუშაოების მასშტაბი კიდევ უფრო გაიზარდა.

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია გადასული. მშენებლობა გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს. შემოსულია მეორე ფსკერდამღრმავებელი გემი, შესაბამისად, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა როგორც ფსკერის დაღრმავებაზე, ასევე ტალღმჭრელის მშენებლობაზე. ზოგადად, უმნიშვნელოვანესია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება, რადგან ის მოგვცემს შესაძლებლობას, მივიღოთ უფრო დიდი ზომის გემები, მივიღოთ უფრო მეტი ტვირთი და, შესაბამისად, გავხადოთ ჩვენი ქვეყანა კონკურენტუნარიანი შავი ზღვის რეგიონში“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

"ანაკლიის პორტში ფსკერის დაღრმავება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მომავალი პორტის საზღვაო აკვატორიაში მეორე დამღრმავებელი გემი Al-Idrisi შემოვიდა. უკვე დასრულდა ტალღმტეხელის ძირში, დაახლოებით 1 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზე ზღვის ფსკერის დაღრმავება და დაიწყო აკვატორიის (შემოსასვლელი და მოსაბრუნებელი არხი) დაღრმავებითი სამუშაოები, რომელსაც ბელგიური კომპანია Jan De Nul ჯგუფის ფლოტის დამღრმავებელი გემები Al-Idrisi და Tristao Da Cunha ერთად ახორციელებენ', - წერია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ესპანეთში 2026 წელს სიცხესთან დაკავშირებული სიკვდილიანობის 5 232 შემთხვევა დაფიქსირდა - რეკორდული მაჩვენებელი 2015 წლის შემდეგ

ესპანეთში 2026 წელს სიცხესთან დაკავშირებული სიკვდილიანობის 5 232 შემთხვევა დაფიქსირდა - რეკორდული მაჩვენებელი 2015 წლის შემდეგ

BM.GE

სწრაფი კვების უმსხვილესი სარესტორნო ქსელების რეიტინგი

სწრაფი კვების უმსხვილესი სარესტორნო ქსელების რეიტინგი

BM.GE

1-ევროიანი სახლები სიცილიაში: ქალაქი ნარო ახალ პროგრამას იწყებს

1-ევროიანი სახლები სიცილიაში: ქალაქი ნარო ახალ პროგრამას იწყებს

BM.GE

რა არის $250-მილიონიანი სესხის განაკვეთი, რომლითაც თბილისის შემოვლითი გზა აშენდება

რა არის $250-მილიონიანი სესხის განაკვეთი, რომლითაც თბილისის შემოვლითი გზა აშენდება

BM.GE