მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ანაკლიის პორტი, ახალი აეროპორტი და BTK რკინიგზა საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობას გაზრდის - Moody's
ანაკლიის პორტი, ახალი აეროპორტი და BTK რკინიგზა საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობას გაზრდის - Moody's

ანაკლიის პორტი, ახალი აეროპორტი და BTK რკინიგზა საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობას გაზრდის - Moody's

BM.GE1 ივლისი, 2026, 18:08|bm.ge

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's-ი მიიჩნევს, რომ საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა შუა დერეფანში (Middle Corridor) ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი იქნება. სააგენტოს შეფასებით, მიმდინარე და დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტი, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, ფოთის პორტის გაფართოება და სრული დატვირთვით ამოქმედებული ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო და ლოგისტიკური ჰაბის როლს.

Moody's-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი Ba2 დონეზე უცვლელად დატოვა, ხოლო მისი პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა. სააგენტოს შეფასებით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს როგორც ქვეყნის მყარი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, ისე საქართველოს მზარდი როლი ევროპასა და აზიას შორის სატრანზიტო დერეფანში.

სააგენტოს შეფასებით, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა შუა დერეფანში ქვეყანას საშუალებას აძლევს, ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის სავაჭრო და საინვესტიციო ნაკადების მნიშვნელოვანი ნაწილი მოიზიდოს.

Moody's აღნიშნავს, რომ ეს ფაქტორი მომავალშიც ხელს შეუწყობს როგორც ეკონომიკურ ზრდას, ისე ინვესტიციების მოზიდვას.

„საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა შუა დერეფანში მოიზიდავს ვაჭრობისა და ინვესტიციების ნაკადებს როგორც რეგიონიდან, ისე მის ფარგლებს გარეთ. ეს უპირატესობა დამატებით არის გამყარებული ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობით,“ - წერს Moody's-ი.

სააგენტო ასევე მიიჩნევს, რომ ქვეყნის დინამიურად განვითარებადი მომსახურებისა და წარმოების სექტორები საქართველოს კონკურენტუნარიანობას კიდევ უფრო აძლიერებს.

სააგენტო აღნიშნავს, რომ საქართველოს ლოგისტიკური შესაძლებლობების ზრდას ხელს შეუწყობს:

• ფოთის პორტის გაფართოების პროექტი; • ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა; • ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტი; • განახლებული ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომელიც 2026 წლის ივნისიდან სრული გამტარუნარიანობით ამოქმედდა.

„შუა დერეფანს უკავშირდება არაერთი პროექტი, მათ შორის ფოთის პორტის გაფართოება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, დაგეგმილი ვაზიანის აეროპორტი და განახლებული ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომელიც 2026 წლის ივნისში სრული სიმძლავრით ამოქმედდა. აღნიშნული პროექტები მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო და ლოგისტიკური ჰაბის როლს, რომელიც ჩინეთსა და ცენტრალურ აზიას ევროპასთან აკავშირებს,“ - აღნიშნულია Moody's-ის ანგარიშში.

სააგენტოს შეფასებით, საქართველოს მდებარეობა შუა დერეფანში ქვეყანას საშუალებას აძლევს გააუმჯობესოს როგორც სავაჭრო კავშირები, ისე ექსპორტისა და იმპორტის დივერსიფიკაცია.

სააგენტო აღნიშნავს, რომ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად ეკონომიკურ ზრდას ტურიზმის სექტორიც უწყობს ხელს.

Moody's-ის შეფასებით, საქართველოში ტურისტული ნაკადების ზრდა გრძელდება, ამასთან, სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება ვიზიტორების გეოგრაფიული სტრუქტურაც, რაც სექტორის მდგრადობას ზრდის.

„ტურიზმი, რომელიც ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, სწრაფად იზრდება და სულ უფრო აშკარა ხდება ვიზიტორთა გეოგრაფიული დივერსიფიკაცია,“ - აღნიშნულია ანგარიშში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შესაძლებლობა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 68 სტატია.

  • გურამ დავითაშვილი: გაძლიერდა დეპარტამენტის შესაძლებლობები, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, გაუმჯობესდა სხვადასხვა უწყებებს შორის კოორდინაცია, რამაც საბოლოო ჯამში მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო ეფექტიანად აღვასრულოთ მიგრაციის კანონმდებლობაიმედი
  • ზელენსკი: აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის კიდევ ერთი სამმხრივი მოლაპარაკებების შესაძლებლობა არსებობსტვ პირველი
  • საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი გვაძლევს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, განვიხილოთ საზღვაო ტრანსპორტის მომავალი და გავაძლიეროთ დაკავშირებადობა, მდგრადობა და თანამშრომლობა როგორც ჩვენს რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ - ირაკლი კობახიძერუსთავი 2
  • 1795 აბიტურიენტს, ვინც მინიმალური ზღვარი გადალახა, "მეორადი ჩარიცხვის" შესაძლებლობა ექნებაფორმულა
შესაძლებლობა →ანაკლიის →

მსგავსი სტატიები

AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა

AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა

BM.GE

რა ქონებას ფლობს სუს-ის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი გეკა გელაძე?

რა ქონებას ფლობს სუს-ის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი გეკა გელაძე?

BM.GE

"საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ" - გეკა გელაძე

"საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ" - გეკა გელაძე

BM.GE

6 წლით დანიშნული გელა გელაძე სუს-ის უფროსის პოსტიდან 5 თვეში გადადგა

6 წლით დანიშნული გელა გელაძე სუს-ის უფროსის პოსტიდან 5 თვეში გადადგა

BM.GE