მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ" - გეკა გელაძე
"საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ" - გეკა გელაძე

"საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ" - გეკა გელაძე

BM.GE14 სექტემბერი, 2026, 16:00|bm.ge

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გეკა გელაძე აცხადებს, საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებს, მაგრამ არ აკონკრეტებს, სად.

"პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ, სადაც კვლავაც მთელი პასუხისმგებლობით მოვემსახურები ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს", - დაწერა მან სოციალურ ქსელში, რომლითაც საზოგადოებას თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება ამცნო.

გელა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობაზე სულ 5 თვე იმუშავა.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობა ჩემთვის იყო უდიდესი პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა, მემსახურა ჩვენი ქვეყნისთვის. ამ პერიოდის განმავლობაში, სამსახურის თითოეულ თანამშრომელთან ერთად, ჩვენი საქმიანობა მიმართული იყო სახელმწიფოს წინაშე არსებული გამოწვევების ეფექტიანად დაძლევის, საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებისა და ეროვნული ინტერესების დაცვისკენ.

მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს პროფესიონალიზმისთვის, თავდადებისა და იმ მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის, რომელსაც ისინი ყოველდღიურად, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ახორციელებენ.

მადლობას ვუხდი პოლიტიკურ გუნდს, განსაკუთრებით პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს და პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს გამოცხადებული ნდობისთვის.დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომავალშიც ღირსეულად გააგრძელებს მისთვის დაკისრებული უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესრულებას და ქვეყნის უსაფრთხოების დაცვას", - აცხადებს გეკა გელაძე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

6 წლით არჩეული გელა გელაძე სუს-ის უფროსის პოსტიდან 5 თვეში გადადგა

6 წლით არჩეული გელა გელაძე სუს-ის უფროსის პოსტიდან 5 თვეში გადადგა

BM.GE

სურსათის ეროვნული სააგენტო ხორცის მიკვლევადობის ახალ ელექტრონულ სისტემას ნერგავს

სურსათის ეროვნული სააგენტო ხორცის მიკვლევადობის ახალ ელექტრონულ სისტემას ნერგავს

BM.GE

კახეთში 6 ათას ტონამდე ყურძენი უკვე გადამუშავებულია|ღვინის ეროვნული სააგენტო

კახეთში 6 ათას ტონამდე ყურძენი უკვე გადამუშავებულია|ღვინის ეროვნული სააგენტო

BM.GE

საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზე დღიური ვაჭრობა ჩერდება

საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზე დღიური ვაჭრობა ჩერდება

BM.GE