მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ანაკლიის პორტი მოგვცემს საშუალებას, ტვირთნაკადის გაცილებით დიდ რაოდენობა მივიღოთ - SKYLOG
ანაკლიის პორტი მოგვცემს საშუალებას, ტვირთნაკადის გაცილებით დიდ რაოდენობა მივიღოთ - SKYLOG

ანაკლიის პორტი მოგვცემს საშუალებას, ტვირთნაკადის გაცილებით დიდ რაოდენობა მივიღოთ - SKYLOG

BM.GE19 სექტემბერი, 2026, 04:12|bm.ge

გადამზიდავ კომპანია SKYLOG-ში აცხადებენ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი სექტორს საშუალებას მისცემს, ტვირთნაკადის გაზრდილი რაოდენობა მიიღოს და გადაამუშაოს.

როგორც “საქმის კურსის” ეთერში კომპანიის საზღვაო და სარკინიგზო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განაცხადა, ანაკლიის პორტის აშენება იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ მასში რამდენიმე სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიების შემოყვანაა დაანონსებული.

ანა კაკაბაძის თქმით, მოსალოდნელია, რომ პორტში რამდენიმე ოპერატორის არსებობა კონკურენციასა და ფასებზე დადებითად აისახება.

კომპანიაში იმედოვნებენ, რომ ანაკლიის პორტი მთავრობის მიერ დასახელებულ ვადაში, 2029 წლისთვის დაიწყებს ოპერირებას და შეძლებს დიდი ზომის გემების მიღებას.

„მთავარი პრობლემა ყოველთვის იყო თურქეთში კონტეინერების მოცდენა, იმიტომ რომ საქართველოში არ არის ღრმაწყლოვანი პორტი და მხოლოდ და მხოლოდ “ფიდერებს” შეუძლიათ შემოვიდნენ ჩვენს საზღვაო პორტებში. ანაკლიის პორტი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ დიდი ზომის გემები შემოვიდეს, შედეგად ტვირთნაკადის გაცილებით დიდ ოდენობას მივიღებთ და გადავამუშავებთ. შესაბამისად, გემს, რომელიც მოდის პირობითად აზიიდან, აღარ მოუწევს დაყოვნება თურქეთში და “ფიდერზე” დალოდება, მაშინ როცა მას პირდაპირ შეეძლება შემოვიდეს ჩვენს საზღვაო წყლებში, მივიღოთ სრულად და გადავამუშაოთ.

რაც შეეხება სხვადასხვა ოპერატორებს, ეს ჩემი აზრით, კონკურენცია როდესაც იზრდება, ყოველთვის უკეთესი ფასების შეთავაზება ხდება ბაზრისთვის. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი პორტები და ჩვენი მომსახურება ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული სერვისია მთელ მსოფლიოში. შესაბამისად, ბევრი კონკურენტის გაჩენა, რა თქმა უნდა, ამის გარანტია არ არის, მაგრამ თუ შევხედავთ ზოგად ჭრილში, კონკურენცია ყოველთვის წარმოშობს უკეთეს პირობებს და უკეთეს ფასს. თუ ეს ამ მიმართულებით იმუშავებს, რასაკვირველია, მაშინ ბევრი ოპერატორის შემოყვანა გამართლებული იქნება, ხოლო თუ ისინი შეთანხმდებიან და მაინც ყველა ერთი ფასით და ერთი პირობებით იმუშავებს, ამ შემთხვევაში დიდად სურათს არ შეგვიცვლის”, - განაცხადა ანა კაკაბაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენებას შეცვლილი მოდელით გეგმავს - კერძო ინვესტორის ნაცვლად, პორტს სახელმწიფო ააშენებს, რისთვისაც დამატებით, დაახლოებით, 200 მილიონი დოლარის მობილიზება გახდება საერთაშორისო დონორებისგან საჭირო. პორტის ნავმისადგომების აშენების შემდეგ კი, სახელმწიფო გეგმავს გრძელვადიანი იჯარით გააქირაოს საპორტო ინფრასტრუქტურა სხვადასხვა ქვეყნის კერძო ლოგისტიკურ ჯგუფზე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Marvell Technology-ი $115 მილიარდად კომპანია Lumentum-ს ყიდულობს

Marvell Technology-ი $115 მილიარდად კომპანია Lumentum-ს ყიდულობს

BM.GE

ADNOC-ის ხელმძღვანელი: მსოფლიო ნავთობის მარაგები თითქმის 1 მილიარდი ბარელით შემცირდა

ADNOC-ის ხელმძღვანელი: მსოფლიო ნავთობის მარაგები თითქმის 1 მილიარდი ბარელით შემცირდა

BM.GE

სამხრეთ კორეამ AI-ს განსავითარებლად რეკორდული, $610-მილიარდიანი ბიუჯეტი წარადგინა

სამხრეთ კორეამ AI-ს განსავითარებლად რეკორდული, $610-მილიარდიანი ბიუჯეტი წარადგინა

BM.GE

კიმი ანტონელი ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონია - რა თანხა გამოიმუშავა "მერსედესმა"?

კიმი ანტონელი ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონია - რა თანხა გამოიმუშავა "მერსედესმა"?

BM.GE