
კიმი ანტონელი ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონია - რა თანხა გამოიმუშავა "მერსედესმა"?
კიმი ანტონელი ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მერსედესის იტალიელმა პილოტმა მექსიკის გრან-პრიზე მე-3 ადგილი დაიკავა, რაც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად საკმარისი აღმოჩნდა.რბოლაში კი გამარჯვება მაქს ვერსტაპენმა მოიპოვა, რომელმაც ლუის ჰამილტონს აჯობა. ანტონელი კვირას, Autódromo Hermanos Rodríguez-ის ტრასაზე გამართულ 71-წრიან რბოლას იმ პირობით შეხვდა, რომ სადებიუტო მსოფლიო ტიტულის მოსაპოვებლად მინიმუმ მე-9 ადგილზე უნდა გასულიყო.ამ შემთხვევაში მნიშვნელობა აღარ ექნებოდა, რა შედეგს დააფიქსირებდნენ მისი კონკურენტები, ლუის ჰამილტონი და მერსედესის თანაგუნდელი ჯორჯ რასელი.20 წლის იტალიელმა რბოლა მე-4 პოზიციიდან დაიწყო და საბოლოოდ მე-3 ადგილზე დაასრულა. ამრიგად კიმი ანტონელი კი, 20 წლის ასაკში, ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონი გახდა და სებასტიან ფეტელის რეკორდი დაამხო. გერმანელმა პილოტმა ეს რეკორდი 2010 წელს, 23 წლის ასაკში, დაამყარა და 16 წლის განმავლობაში ინარჩუნებდა.ეს „მერსედესისთვის“ მეათე ტიტულია და პირველი 2020 წლის შემდეგ, როდესაც გერმანული გუნდის სახელით ლუის ჰამილტონმა ზედიზედ მეშვიდე საჩემპიონო ტიტული მოიპოვა.
„მერსედესი“ წარმატებას ტრასის მიღმაც აღწევს, კომპანიის წლიური შემოსავალი წელს დაახლოებით 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. საპრიზო თანხა ერთი წლის დაგვიანებით გაიცემა 2025 წელს „მერსედესმა“ ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა, „მაკლარენის“ შემდეგ. გასულ წელს „მერსედესის“ F1 გუნდის შემოსავალმა დაახლოებით 849 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა სეზონის მაჩვენებელთან თითქმის თანაბარი იყო. სპონსორებისგან მიღებული შემოსავლის ზრდა გუნდს 2024 წლის კონსტრუქტორთა ჩემპიონატში მეოთხე ადგილის გამო შემცირებული საპრიზო თანხით გაუნეიტრალდა.
გარდა ამისა, ანტონელიმ იტალიური ავტოსპორტისთვის ისტორიულ შედეგს მიაღწია. ფორმულა 1-ში იტალიელი პილოტი მსოფლიო ჩემპიონი ბოლოს 1953 წელს გახდა, როდესაც ტიტული ალბერტო ასკარიმ მოიპოვა. შესაბამისად 73-წლიანი პაუზის შემდეგ, ფორმულა 1-ს კვლავ იტალიელი მსოფლიო ჩემპიონი ჰყავს.
BM.GE
წყარო: bm.ge