მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ანაკლიის პორტის პირველი ფაზა 2029 წლისთვის უნდა დასრულდეს, რაც ჩვენს ეკონომიკურ პოტენციალს სერიოზულად გააძლიერებს - კობახიძე
ანაკლიის პორტის პირველი ფაზა 2029 წლისთვის უნდა დასრულდეს, რაც ჩვენს ეკონომიკურ პოტენციალს სერიოზულად გააძლიერებს - კობახიძე

ანაკლიის პორტის პირველი ფაზა 2029 წლისთვის უნდა დასრულდეს, რაც ჩვენს ეკონომიკურ პოტენციალს სერიოზულად გააძლიერებს - კობახიძე

BM.GE17 ივლისი, 2026, 05:32|bm.ge

"ანაკლიის პორტის პირველი ფაზა უნდა დასრულდეს 2029 წლისთვის, რაც ჩვენს ეკონომიკურ პოტენციალს სერიოზულად გააძლიერებს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, პორტი იქნება ქართული, 100%-იანი ქართული საკუთრებით, თუმცა ტერმინალები ოპერირებაში გადაეცემა სხვადასხვა პარტნიორს.

"ინტერესი ძალიან დიდია, ამ [Landlord]მოდელის პირობებში იდეალურად იქნება დაცული ჩვენი ეროვნული ინტერესები და მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი ტვირთების მოზიდვა ინფრასტრუქტურის ნაწილში გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები, ანაკლიის პორტის პირველი ფაზა უნდა დასრულდეს 2029 წლისთვის, რაც ჩვენს ეკონომიკურ პოტენციალს სერიოზულად გააძლიერებს", - განაცხადა პრემიერმა.

კობახიძემ ყურადღება დაუთმო ანაკლიის პორტის პროექტს და „Landlord-ის მოდელის“ უპირატესობებზე ისაუბრა.

“ძალიან ბევრი რამ გადალაგდა ინფრასტრუქტურის სამინისტროში იმისათვის, რომ გაუმჯობესებულიყო ინფრასტრუქტურული სამუშაოების ხარისხი, გაუმჯობესებულიყო ტემპი სამუშაოების და შესაბამისად ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი.ჩვენ გვაქვს ძალიან მასშტაბური პროექტები, ეს არის ანაკლიის პროექტი, რომლის პირველი ფაზა უნდა დასრულდეს უკვე 2029 წლისთვის და ეს რა თქმა უნდა ჩვენს ეკონომიკურ პოტენციალს სერიოზულად გააძლიერებს. ძალიან მარტივი, მაგრამ ძალიან პრინციპული გადაწყვეტილება მივიღეთ. „Landlord-ის მოდელი“ ნიშნავს იმას, რომ რეალურად პორტი იქნება ქართული, მთლიანად ასპროცენტიანი ქართული საკუთრებით. თუმცა ოპერირებაში გადაეცემა ტერმინალები სხვადასხვა პარტნიორს, სხვადასხვა სახელმწიფოს თუ კომპანიას. ინტერესი არის ძალიან დიდი და ამ მოდელის პირობებში იქნება იდეალურად დაცული ჩვენი ეროვნული ინტერესები და მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი ტვირთების მოზიდვა.პორტის ფუნქციონირებისთვის მთავარი არის ტვირთების მოზიდვა და იმ პირობებში, როდესაც პორტი იქნება ქართული, ეს ერთი, რომ იქნება ჩვენი ეროვნული ინტერესები მაქსიმალურად დაცული და მეორე - ჩვენ გვექნება იმის საშუალება, რომ ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფოს და კომპანიის ინტერესი წარმოვადგინოთ ანაკლიის პორტში, რაც უკვე ქმნის მყარ გარანტიას ტვირთების მოსაზიდად. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებას რეალურად არ აქვს არავითარი ნაკლი, პირიქით, არის იდეალური გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მოგვცემს ანაკლიის პორტის საუკეთესოდ ფუნქციონირების შესაძლებლობას,”- აღნიშნა პრემიერმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 193 სტატია.

  • გივი მიქანაძე: მხოლოდ წელს დავუშვებთ გამონაკლისს და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივით, 1795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე.წ. მეორადი ჩარიცვის შესაძლებლობას ვაძლევთიმედი
  • კობახიძე ღარიბაშვილზე: სპეკულაციებს არავითარი საფუძველი არ აქვს, მდინარაძემაც განმარტაფორმულა
  • როგორ ხსნის კობახიძე მდინარაძის გადადგომასნეტგაზეთი
  • ირაკლი კობახიძე: დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ უკრაინა, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული მტკიცე კავშირები ისტორიულ მეგობრობასა და საერთო ღირებულებებს ეფუძნება, გისურვებთ მშვიდობას, სიმტკიცესა და კეთილდღეობასრუსთავი 2
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

როგორი იყო აგვისტოს თვე კავკასიის რეგიონისთვის?

როგორი იყო აგვისტოს თვე კავკასიის რეგიონისთვის?

BM.GE

Air China-ის ზარალი 2026 წლის პირველ ნახევარში $341 მილიონამდე გაიზარდა - Reuters

Air China-ის ზარალი 2026 წლის პირველ ნახევარში $341 მილიონამდე გაიზარდა - Reuters

BM.GE

ევროპის რომელ ქალაქებშია ბინები ყველაზე ძვირი?|რეიტინგი

ევროპის რომელ ქალაქებშია ბინები ყველაზე ძვირი?|რეიტინგი

BM.GE

ჯუთაში გზის პრობლემა რომ არ იყოს, უფრო მეტს შევძლებდით - Fifth Season

ჯუთაში გზის პრობლემა რომ არ იყოს, უფრო მეტს შევძლებდით - Fifth Season

BM.GE