მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Anduril-ის შეფასება $100 მილიარდს აღწევს
Anduril-ის შეფასება $100 მილიარდს აღწევს

Anduril-ის შეფასება $100 მილიარდს აღწევს

BM.GE25 ივლისი, 2026, 05:00|bm.ge

თავდაცვის ტექნოლოგიების ამერიკული კომპანია Anduril Industries-ი ინვესტორებთან დაფინანსების ახალი რაუნდის თაობაზე მოლაპარაკებებს მართავს, რომლის ფარგლებშიც ის $100 მილიარდად შეიძლება შეფასდეს.

Reuters-ის ცნობით, შესაძლო შეფასება კომპანიას ისეთ გიგანტებთან გაათანაბრებს, როგორებიც Northrop Grumman-ი და Lockheed Martin-ი არიან. როგორც ირკვევა, განხილვის პროცესშია ორეტაპიანი დაფინანსების სქემა, სადაც ინვესტორები ერთი წლის განმავლობაში მეორე რაუნდის დაფინანსების ვალდებულებასაც აიღებენ, თუ კომპანია განსაზღვრულ ფინანსურ სამიზნეებს მიაღწევს.

ამას გარდა, აშშ-ისა და ირანის კონფლიქტის ფონზე Anduril-ის სამხედრო დრონებსა და პროგრამულ უზრუნველყოფაზე გაზრდილმა მოთხოვნამ კომპანიის ფინანსური მაჩვენებლების მკვეთრი ზრდა განაპირობა.

რაც შეეხება კომპანიის საქმიანობის გაფართოებას, პალმერ ლაკის მიერ დაფუძნებულმა სტარტაპმა ინგლისში, ფარნბოროს ავიასალონზე, ვერტიკალური აფრენის მქონე ახალი დრონი Thunder-ი წარადგინა, რომელზედაც ინვესტორები დიდ იმედებს ამყარებენ.

ცნობისთვის, Anduril-ი, Palantir-თან ერთად, მიეკუთვნება იმ იშვიათ ტექნოლოგიურ კომპანიებს, რომლებმაც აშშ-ის თავდაცვის სექტორში დამკვიდრება და პენტაგონთან მსხვილი კონტრაქტების გაფორმება დამოუკიდებლად შეძლეს - ტექნოლოგიური უპირატესობის დამსახურებით.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

როგორი ვითარებაა სასურსათო საქონლის ბირჟაზე?

როგორი ვითარებაა სასურსათო საქონლის ბირჟაზე?

BM.GE

FIFA ადასტურებს: ჯანი ინფანტინო 2027 წელს პრეზიდენტობისთვის კვლავ იბრძოლებს

FIFA ადასტურებს: ჯანი ინფანტინო 2027 წელს პრეზიდენტობისთვის კვლავ იბრძოლებს

BM.GE

ლოგისტიკაში $7 მლრდ-ის ინვესტიციაზე განცხადებები „ამორფულია“ - პაატა ცაგარეიშვილი

ლოგისტიკაში $7 მლრდ-ის ინვესტიციაზე განცხადებები „ამორფულია“ - პაატა ცაგარეიშვილი

BM.GE

როდის გამოცხადდება ტრამვაის შემადგენლობის შესყიდვაზე ტენდერი - თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პასუხი

როდის გამოცხადდება ტრამვაის შემადგენლობის შესყიდვაზე ტენდერი - თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პასუხი

BM.GE