მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ანიგოზის" პროდუქციის 20-30% ექსპორტზე გადის - რომელ ბაზრებზე მუშაობს კომპანია?
"ანიგოზის" პროდუქციის 20-30% ექსპორტზე გადის - რომელ ბაზრებზე მუშაობს კომპანია?

"ანიგოზის" პროდუქციის 20-30% ექსპორტზე გადის - რომელ ბაზრებზე მუშაობს კომპანია?

BM.GE15 ნოემბერი, 2026, 02:50|bm.ge

კაკლის მწარმოებელი კომპანია „ანიგოზი“ წარმოებული პროდუქციის დაახლოებით 20-30%-ის ექსპორტზე გატანას გეგმავს. კომპანიისთვის საექსპორტო მიმართულებებიდან საინტერესოა ევროკავშირი, ინდოეთი, ყურის ქვეყნები, ასევე სომხეთი და აზერბაიჯანი. ამის შესახებ BM.GE-სთან ინტერვიუში კომპანიის თანადამფუძნებელმა ანა ქევხიშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, კომპანიის პროდუქციის ძირითადი ნაწილი ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, სადაც კაკალზე მაღალი მოთხოვნა ნარჩუნდება, ექსპორტის წილი კი საერთაშორისო ბაზარზე არსებულ მოთხოვნასა და ფასებზეა დამოკიდებული.

„ჩვენ დაახლოებით 20-30%-ის ფარგლებში ვაკეთებთ ექსპორტს და წლების განმავლობაში ეს მაჩვენებელი ასე ნარჩუნდებოდა. თუმცა ის ცვალებადია იმის მიხედვით, თუ რამდენად მაღალია მოთხოვნა საერთაშორისო ბაზარზე. ჩვენ არ გვაქვს გავლენა საერთაშორისო მოთხოვნასა და ფასებზე, მივყვებით დიდი მომწოდებლების მიერ შექმნილ საბაზრო პირობებს.

იყო წლები, როდესაც მოთხოვნა ძალიან მაღალი იყო და კონკრეტულ პროდუქტზე დეფიციტიც შეინიშნებოდა. ასეთ პერიოდში გაცილებით დიდი მოცულობითი ექსპორტი გვქონდა და საერთაშორისო ბაზარზე, მათ შორის ევროკავშირში, პრემიუმ პროდუქტის რეალიზების უფრო ფართო შესაძლებლობა გვეძლეოდა. მაშინ პროდუქციის დაახლოებით 50%-ის საერთაშორისო ბაზარზე განთავსება შევძელით“, - აცხადებს ანა ქევხიშვილი.

მისივე განმარტებით, მიმდინარე სეზონზე კომპანია საექსპორტო პროდუქციის შეფუთვაზე მუშაობს ევროკავშირში ექსპორტისთვის. პარალელურად, გრძელდება თანამშრომლობა მეზობელ ქვეყნებთან - სომხეთსა და აზერბაიჯანთან, სადაც კომპანია წლებია სტაბილურად ოპერირებს.

ქევხიშვილი აღნიშნავს, რომ ექსპორტის წილის ზრდა ქვეყანაში კაკლის წარმოების მოცულობის მატებასთანაც იქნება დაკავშირებული. მისი შეფასებით, როდესაც ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნა დაკმაყოფილდება და დამატებითი პროდუქცია გაჩნდება, კომპანიას საერთაშორისო ბაზრებზე მიწოდების გაფართოების მეტი შესაძლებლობა ექნება.

„ვფიქრობ, ეს მაჩვენებელი წლების განმავლობაში გაიზრდება, როდესაც ქვეყანაში მოსავლის რაოდენობა მოიმატებს, პრემიუმ პროდუქტის ნიშა ადგილობრივ ბაზარზე დაკმაყოფილდება და გამოჩნდება თავისუფალი მოცულობები, რომელთა ექსპორტზეც გატანა შესაძლებელი იქნება. ჩვენთვის საინტერესოა ყურის ქვეყნები, ინდოეთი, ასევე კვლავ სომხეთი და აზერბაიჯანი და ევროკავშირის ბაზარი“, - აცხადებს „ანიგოზის“ დამფუძნებელი.

კომპანიის საექსპორტო გეგმები ქართული კაკლის მაღალი ხარისხის სეგმენტში პოზიციონირებას უკავშირდება. ქევხიშვილის თქმით, ადგილობრივი პროდუქციის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა კომპანიას პრემიუმ ბაზრებზე ოპერირების შესაძლებლობას აძლევს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მსოფლიოს 10 ყველაზე განათლებული ეკონომიკა: გლობალური რეიტინგი

მსოფლიოს 10 ყველაზე განათლებული ეკონომიკა: გლობალური რეიტინგი

BM.GE

ევროპაში ექსპორტისთვის მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა წარმოება საკმარისი არაა - "კახეთი ბიო"

ევროპაში ექსპორტისთვის მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა წარმოება საკმარისი არაა - "კახეთი ბიო"

BM.GE

დაფნის ფოთლის ექსპორტი 7%-ით გაიზარდა - სად ვყიდით?

დაფნის ფოთლის ექსპორტი 7%-ით გაიზარდა - სად ვყიდით?

BM.GE

ყაზახეთში Dunkin’-ის პირველი რესტორანი გაიხსნა

ყაზახეთში Dunkin’-ის პირველი რესტორანი გაიხსნა

BM.GE