მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Anthropic-ის შემოსავალი მესამე კვარტალში 45%-ით, $16.8 მილიარდამდე გაიზარდა
Anthropic-ის შემოსავალი მესამე კვარტალში 45%-ით, $16.8 მილიარდამდე გაიზარდა

Anthropic-ის შემოსავალი მესამე კვარტალში 45%-ით, $16.8 მილიარდამდე გაიზარდა

BM.GE16 ოქტომბერი, 2026, 12:30|bm.ge

BBC-ის ინფორმაციით, ხელოვნური ინტელექტის გიგანტის, Anthropic-ის შემოსავალი სექტემბრის ბოლოს დასრულებულ სამთვიან პერიოდში 45%-ით გაიზარდა და $16.8 მილიარდს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის მაჩვენებლები მიმდინარე წელს ისედაც სტაბილურად უმჯობესდებოდა: პირველ კვარტალში მიღებული $4.7 მილიარდი მომდევნო პერიოდში $11.6 მილიარდამდე გაიზარდა.

როგორც ირკვევა, ჩეთბოტ Claude-ის შემქმნელმა ყველა ეს მონაცემი სან-ფრანცისკოს სათავო ოფისში გამართულ შეხვედრაზე პოტენციურ ინვესტორებს გააცნო. პარალელურად, ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ კომპანია მოგებაზე ზედიზედ მეორე კვარტალში გავიდა.

აღსანიშნავია, რომ Anthropic-ი ფინანსური ანგარიშებს წინასწარ საფონდო ბირჟაზე გასვლის ფონზე ავრცელებს. ამ ფორმით დარიო ამოდეის სტარტაპი ცდილობს, მეტი ინვესტორი მოიზიდოს და პოტენციური კლიენტები კომპანიის ეფექტურობასა და მოგებიანობაში დაარწმუნოს. არსებული ინფორმაციით, Anthropic-ი საფონდო ბირჟაზე დალისტვას წლის ბოლომდე გეგმავს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"მერვედ გავკოტრდით" - "მზეთამზე" საქმიანობას მცირე მასშტაბით აგრძელებს

"მერვედ გავკოტრდით" - "მზეთამზე" საქმიანობას მცირე მასშტაბით აგრძელებს

BM.GE

KAYA აზერბაიჯანში ქართული წარმოების სავენტილაციო სისტემებს წარადგენს

KAYA აზერბაიჯანში ქართული წარმოების სავენტილაციო სისტემებს წარადგენს

BM.GE

Wissol E "ვისოლის" ლოიალობის სისტემაში გაერთიანდება | ნიკა ხოდელი კომპანიის გეგმებზე

Wissol E "ვისოლის" ლოიალობის სისტემაში გაერთიანდება | ნიკა ხოდელი კომპანიის გეგმებზე

BM.GE

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

BM.GE