მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Anthropic-მა ამერიკულ საფონდო ბირჟაზე IPO-ს კონფიდენციალური განაცხადი წარადგინა
Anthropic-მა ამერიკულ საფონდო ბირჟაზე IPO-ს კონფიდენციალური განაცხადი წარადგინა

Anthropic-მა ამერიკულ საფონდო ბირჟაზე IPO-ს კონფიდენციალური განაცხადი წარადგინა

BM.GE1 ოქტომბერი, 2026, 04:30|bm.ge

ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე მომუშავე სტარტაპმა Anthropic-მა აქციების პირველადი საჯარო შეთავაზებისთვის Nasdaq-ის ბირჟაზე ოფიციალური პროსპექტი წარადგინა.

არსებული ინფორმაციით, კომპანია მიზნად $2 ტრილიონზე მეტი საბაზრო შეფასების მიღწევას ისახავს. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი მაისში დაფიქსირებულ $965-მილიარდიან შეფასებას ორჯერ აღემატება. IPO-ს წარმატებით დასრულების შემთხვევაში Anthropic-ი გადაასწრებს კოსმოსურ კომპანია SpaceX-ს, რომლის შეფასებამაც საჯარო ბაზარზე გამოსვლისას ივნისში $1.77 ტრილიონს მიაღწია. Reuters-ის ცნობით, ისტორიაში ერთ-ერთ უმსხვილეს საჯარო შეთავაზებას საინვესტიციო ბანკები Morgan Stanley, Goldman Sachs-ი და JPMorgan-ი უხელმძღვანელებენ.

პროსპექტის თანახმად, 2025 წელს კომპანიის შემოსავალმა თითქმის $4.6 მილიარდი შეადგინა. ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 12-ჯერ არის გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ ამავე პერიოდში საოპერაციო ზარალმა $8 მილიარდს გადააჭარბა, ხოლო მთლიანმა საოპერაციო ხარჯებმა თითქმის $13 მილიარდს მიაღწია.

გამოთვლით სიმძლავრეებსა და ინფრასტრუქტურაზე კომპანიამ $7.33 მილიარდი დახარჯა. ეს მაჩვენებელი 2024 წელთან შედარებით სამჯერ გაიზარდა და მთლიანი საოპერაციო დანახარჯების ნახევარზე მეტი შეადგინა. ამასთან, წლიურმა წმინდა ზარალმა დაახლოებით $42 მილიარდს მიაღწია, თუმცა თითქმის $34 მილიარდი არა საოპერაციო ხარჯებს, არამედ კონვერტირებადი ფინანსური ინსტრუმენტების გაზრდილ საბაზრო ღირებულებას უკავშირდება.

Financial Times-ის ინფორმაციით, ფინანსური ზრდის ტემპი 2026 წელსაც შენარჩუნდა, რადგან მხოლოდ მეორე კვარტალის შემოსავალმა $11.5 მილიარდი შეადგინა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი ამჯერადაც არ გაიყიდა - აუქციონები არ შედგა

წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი ამჯერადაც არ გაიყიდა - აუქციონები არ შედგა

BM.GE

ელექტრომობილი საჭისა და პედლების გარეშე - რა ეღირება Tesla-ს Cybercab?

ელექტრომობილი საჭისა და პედლების გარეშე - რა ეღირება Tesla-ს Cybercab?

BM.GE

შუა დერეფანი, შავი ზღვის კაბელი და მონაცემთა ინფრასტრუქტურა - ბრიტანეთის ელჩის ხედვა

შუა დერეფანი, შავი ზღვის კაბელი და მონაცემთა ინფრასტრუქტურა - ბრიტანეთის ელჩის ხედვა

BM.GE

ვაჭრობამ $2.5 მილიარდს გადააჭარბა | როგორია საქართველო-თურქეთის ეკონომიკური კავშირები?

ვაჭრობამ $2.5 მილიარდს გადააჭარბა | როგორია საქართველო-თურქეთის ეკონომიკური კავშირები?

BM.GE