მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Anthropic-მა განახლებული მოდელი Opus 4.8 წარადგინა
Anthropic-მა განახლებული მოდელი Opus 4.8 წარადგინა

Anthropic-მა განახლებული მოდელი Opus 4.8 წარადგინა

BM.GE30 მაისი, 2026, 04:40|bm.ge

ტრილიონიანმა ტექნოლოგიურმა სტარტაპმა, Anthropic-მა ხელოვნური ინტელექტის განახლებული ვერსია Claude Opus 4.8 ოფიციალურად წარადგინა.

ახალი სისტემა მომხმარებელს claude.ai პლატფორმაზე დავალების შესასრულებლად საჭირო ძალისხმევის კონტროლის შესაძლებლობას მისცემს. ამასთან, პროგრამულ ინსტრუმენტ Claude Code-ს დინამიკური სამუშაო ნაკადების ახალი ფუნქცია დაემატა, რაც მას მასშტაბური პრობლემების გაცილებით მარტივად გადაჭრის შესაძლებლობას აძლევს. პარალელურად, სისტემის სწრაფი რეჟიმი წინა ვერსიებთან შედარებით 2.5-ჯერ უფრო სწრაფად მუშაობს, ხოლო ამ რეჟიმის ღირებულება სამჯერაა შემცირებული.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ Claude Opus 4.8-ი კოდის შემოწმებისას შეცდომების გამოტოვების ალბათობას ოთხჯერ ამცირებს. ტესტირების შედეგად დადგინდა, რომ ის დაუსაბუთებელ განცხადებებს იშვიათად აკეთებს და სამუშაო პროცესში არსებულ გაურკვევლობებზე მომხმარებელს აქტიურად მიუთითებს.

Anthropic-ის უსაფრთხოების ჯგუფის შეფასებით, სისტემა მომხმარებლის ინტერესების დაცვისა და დამოუკიდებლობის მხარდაჭერის კუთხით მდგომარეობას მკვეთრად გააუმჯობესებს. ამასთან, მოდელში არასასურველი ქცევის, მათ შორის მოტყუებისა და ინფორმაციის ბოროტად გამოყენების რისკები მნიშვნელოვნად შემცირდება, რაც ამ მხრივ მას Claude Mythos Preview ვერსიასთან მაქსიმალურად დააახლოებს.

რაც შეეხება სამომავლო პერსპექტივებს, სტარტაპის დეველოპერები უფრო დაბალი ღირებულების მქონე მოდელების შექმნაზე მუშაობენ. პარალელურად, იგეგმება ახალი კლასის სისტემის გამოშვება, რომელიც ინტელექტის დონით Claude Opus ვერსიას გადააჭარბებს.

თუმცა ამჟამად სტარტაპის აქცენტი Project Glasswing-ზეა გადატანილი, რომლის ფარგლებში შექმნილ Claude Mythos Preview ვერსიასაც კიბერუსაფრთხოების მიმართულებით სერიოზული ცვლილებების მოტანა შეუძლია. მისი ფართო მასებისთვის მიწოდება კვლავ დიდი რისკის შემცველად მიიჩნევა, ამიტომ სტარტაპში ახლა დამატებითი გარანტიების შექმნაზე მუშაობენ. პროცესის დასრულებას სპეციალისტები უახლოეს კვირებში ვარაუდობენ.

ცნობისთვის, Anthropic-ის AI მოდელის ამჟამინდელი, უახლესი ვერსია წინამორბედის, Claude Opus 4.7-ის ბაზაზე შეიქმნა. დასახელებული სისტემების ძირითადი დანიშნულება მომხმარებლისთვის რთული ლოგიკური, ტექსტური თუ პროგრამული დავალებების შესრულებაში დახმარება არის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE